სალომე ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე, უნდა დაველოდოთ თუ არა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს – ვინ უნდა დაელოდოს? ხალხი გამოსულია ქუჩაში, კრიზისი არ ელოდება არაფერს, არჩევნები მორჩა
სხვა ქვეყნებში რა ხდება, როცა მძიმე კრიზისია, შეურიგებლობა? საჭიროა ერთადერთი დემოკრატიული, მშვიდობიანი, პოლიტიკური გზა. ნებისმიერ ქვეყანაში ყველა მაგალითი, რაც არსებობს, ეს არის არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანაში უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები.
„დიდი იმედი მაქვს, ვინც იღებს ყველა გადაწყვეტილებას და პარტიაზე აქვს ყველაზე დიდი გავლენა, ანუ ბიძინა ივანიშვილი, ჩათვლის, რომ ქვეყნის მშვიდობა, რაზედაც გველაპარაკებოდნენ მთელი წინასაარჩევნო პერიოდი და სტაბილურობა, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რა ხდება სხვა ქვეყნებში, როცა ასეთი მძიმე კრიზისია, შეურიგებლობა? საჭირო არის ერთადერთი, დემოკრატიული, მშვიდობიანი გზა, პოლიტიკური გზა. ნებისმიერ ქვეყანაში ყველა მაგალითი, რაც არსებობს, ეს არის არჩევნები. უნდა დაინიშნოს არჩევნები. ეუთო/ოდირი დამთავრებულია, უკვე არის კრიზისი, არავინ აღარ ელოდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, – „ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს არ უნდა დაველოდოთ? ეუთო/ოდირი არის ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისია, მის ანგარიშს არ უნდა დაელოდონ?“ – სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა:
„კრიზისი არ ელოდება არაფერს, კრიზისი არის ჩვენს ქუჩებში. არჩევნები მორჩა, არჩევნების გაყალბება უკვე დადასტურდა ქვეყანაში, ეს არის პრობლემა. ვინ უნდა დაელოდოს? ხალხი გამოსულია ქუჩაში, მე კი არ ვარ. არ არის აღიარებული ეს არჩევნები ხალხის მიერ, პოლიტიკური ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, კრიზისია. გვინდა, არ გვინდა, კრიზისია“.