1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერად თუ მოგვევლინება, ოპოზიცია გაერთიანდება ქვეყნის გაშავებასთან, კონსტიტუციის დარღვევასთან -გურამ მაჭარაშვილი
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერად თუ მოგვევლინება, ოპოზიცია გაერთიანდება ქვეყნის გაშავებასთან, კონსტიტუციის დარღვევასთან -გურამ მაჭარაშვილი

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერად თუ მოგვევლინება, ოპოზიცია გაერთიანდება ქვეყნის გაშავებასთან, კონსტიტუციის დარღვევასთან -გურამ მაჭარაშვილი

110
0

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერად თუ მოგვევლინება,  ოპოზიცია გაერთიანდება ქვეყნის გაშავებასთან, კონსტიტუციის დარღვევასთან და უფრო ნათელი იქნება, ვის უნდა მისცეს ხმა ქართველმა ხალხმა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არც პოლიტიკური რესურსი აქვს, არც მხარდაჭერა.

„სალომე ზურაბიშვილს არცერთი ოპოზიციონერი კოლეგისთვის არაფერი კონკრეტული არ უთქვამს, რაც თავად ამ პოლიტიკოსებმა დაამტკიცეს, როცა მათთან შევიდნენ და გამოვიდნენ. როგორც შევიდნენ, ისე გამოვიდნენ. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს არც პოლიტიკური რესურსი აქვს, არც მხარდაჭერა და კარგი იქნება, თუ იმის მცდელობა იქნება, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას მოევლინოს, როგორც ოპოზიციის ლიდერი. ანუ, ოპოზიცია გაერთიანდება ქვეყნის გაშავებასთან, კონსტიტუციის დარღვევასთან და უფრო ნათელი იქნება, ვის უნდა მისცეს ხმა ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.