1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საკვების მიღება კიდევ უფრო შეამცირა” – ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე
“საკვების მიღება კიდევ უფრო შეამცირა” – ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

“საკვების მიღება კიდევ უფრო შეამცირა” – ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

303
0

სრულად არ შეუწყვეტია კვება, საკვებს მცირე რაოდენობით იღებს, თუმცა, არა იმ კალორაჟით რაც რეკომენდებულია, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„შეიძლება ითქვას, რომ ისედაც მცირე რაოდენობით იღებდა საკვებს, და კიდევ უფრო შეამცირა. რაც მთავარია, ჩვენს შეთავაზებულ სამკურნალო დანიშნულებაზე და პროცედურებზე უარს აცხადებს და აცხადებს სრულ უნდობლობას“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ სააკაშვილი ექიმების მითითებებს ემორჩილება.