1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საერთაშორისო გამჭვირვალობამ, იგივე “ნაციონალურმა ბუნდოვანებამ”, გამოაქვეყნა ტყუილი, თითქოს ჩვენ დავმალეთ GRECO-ს ანგარიში, სინამდვილეში, უკვე გვაქვს გაცემული თანხმობა, ევროსაბჭოსთვის, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება-პრემიერი
საერთაშორისო გამჭვირვალობამ, იგივე “ნაციონალურმა ბუნდოვანებამ”, გამოაქვეყნა ტყუილი, თითქოს ჩვენ დავმალეთ GRECO-ს ანგარიში, სინამდვილეში, უკვე გვაქვს გაცემული თანხმობა, ევროსაბჭოსთვის, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება-პრემიერი

საერთაშორისო გამჭვირვალობამ, იგივე “ნაციონალურმა ბუნდოვანებამ”, გამოაქვეყნა ტყუილი, თითქოს ჩვენ დავმალეთ GRECO-ს ანგარიში, სინამდვილეში, უკვე გვაქვს გაცემული თანხმობა, ევროსაბჭოსთვის, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება-პრემიერი

166
0

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, იმავე „ნაციონალურმა ბუნდოვანებამ,“ ამ ენჯეომ გამოაქვეყნა ტყუილი, იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ დავმალეთ GRECO-ს ანგარიში, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გაცემულია თანხმობა ევროსაბჭოსთვის იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება.

„GRECO-ს ანგარიშზეა საუბარი. ეს ტყუილი გაავრცელა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, რომელსაც სინამდვილეში უნდა ერქვას ნაციონალური ბუნდოვანება, ანუ სრულიად იმის საპირისპიროა, რაც ჰქვია. ანუ „ნაციონალურმა ბუნდოვანებამ“, ამ ენჯეომ გამოაქვეყნა ტყუილი, იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ დავმალეთ GRECO-ს ანგარიში. სინამდვილეში, უკვე გვაქვს გაცემული თანხმობა, სტრასბურგისთვის, ევროსაბჭოსთვის, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება, დღეების ამბავია. როგორც კი ითარგმნება, ეს ანგარიში იქნება გამოქვეყნებული. ასეთ ტყუილებს როცა ავრცელებს ეს კონკრეტული ენჯეო, გასაგებია, რა არის მათი მიზანი“, – განაცხადა პრემიერმა.