1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებს, ეს არის სამართლებრივად აბსურდი -ალეკო ელისაშვილი
სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებს, ეს არის სამართლებრივად აბსურდი -ალეკო ელისაშვილი

სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებს, ეს არის სამართლებრივად აბსურდი -ალეკო ელისაშვილი

892
0

სააკაშვილი ძალიან კონკრეტული დანაშაულისთვის ზის ციხეში. ჩვენი კანონმდებლობა კი ამბობს ერთ რამეს, რომ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ეს არის სამართლებრივად აბსურდი, გამორიცხული. ვერ შეიწყალებს. შეიწყალებს, მაგრამ, როგორც კი კარი გაიღება საპატიმროში, იმ წამს შეაბრუნებენ სააკაშვილს უკან, რადგან შეწყალება ხდება დამდგარ განაჩენზე, როდესაც უკვე განაჩენი არის დამდგარი, გამოცხადებულია, რამდენი წელი უნდა მიესაჯოს კონკრეტული მუხლისთვის კონკრეტულ მსჯავრდებულს, მაშინ აქვს პრეზიდენტს შეწყალების უფლება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა და მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულ ექსპრეზიდენტს მოდერნიზაციის სიმბოლო უწოდა.