1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სააკაშვილის სახელი სადაც გამოჩნდება, იქ საპროტესტო აქციებზე ლაპარაკი ზედმეტია”- სოზარ სუბარი
“სააკაშვილის სახელი სადაც გამოჩნდება, იქ საპროტესტო აქციებზე ლაპარაკი ზედმეტია”- სოზარ სუბარი

“სააკაშვილის სახელი სადაც გამოჩნდება, იქ საპროტესტო აქციებზე ლაპარაკი ზედმეტია”- სოზარ სუბარი

285
0

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, სტატუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ ოპოზიციის მიერ აქციის გამართვა გაუგებარია.
 
მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ აქციაზე ბევრი ადამიანი მივა.
 
„გაუგებარია, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ ასეთი აქცია იმართება, თუმცა კარგად გამოჩნდა აზრთა სხვადასხვაობა და განხეთქილება, რომელიც ოპოზიციურ სპექტრშია. პრაქტიკულად ერთმანეთს უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ, ლანძღავენ და ერთმანეთს ეცილებიან აქციის ორგანიზატორობას. ერთი რამ, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა ამ ყველაფერში – არის პოლიტიკური კეთროვანი მიხეილ სააკაშვილი. სადაც მისი სახელი გამოჩნდება, იქ საპროტესტო აქციებზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს დაინახა ოპოზიციამაც. მხოლოდ მცირე რაოდენობის ნაცსექტანტები დარჩნენ, რომლებსაც ჯერ კიდევ სწამთ მიხეილ სააკაშვილის და ჰგონიათ, რომ მისი სახელის ხსენებით აქციებზე მეტ ადამიანს მიიზიდავენ. კარგია, რომ თვით ოპოზიციურმა პარტიებმაც ეს დაინახეს.

 
 აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს. ნამდვილად არ ველოდები, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა. არა იმიტომ, რომ თემა არ არის მნიშვნელოვანი, არამედ იმიტომ, რომ ვინ ატარებს ამ აქციას. ხალხმა კარგად იცის, რომ როდესაც ეს ადამიანები ნებისმიერი კეთილშობილური იდეით რაიმე აქციას ატარებენ, საბოლოოდ ყველაფერი მიდის არეულობის მცდელობამდე, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნებამდე და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე. ეს ხალხმა კარგად იცის და ამიტომაც არ მიდიან ასეთ აქციებზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.