1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რუსული კანონი არის რუსეთში – საქართველოში არის ქართული კანონი, რომელიც რუსული არ არის”
“რუსული კანონი არის რუსეთში – საქართველოში არის ქართული კანონი, რომელიც რუსული არ არის”

“რუსული კანონი არის რუსეთში – საქართველოში არის ქართული კანონი, რომელიც რუსული არ არის”

44
0

რუსული კანონი არ არსებობს, რუსული კანონი არის რუსეთში. საქართველოში არის ქართული კანონი, რომელიც რუსული არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ამ კანონპროექტს გააჩნია ერთადერთი მიზანი, “ეს არის გამჭვირვალობა და მეტი არაფერი”.

“გამჭვირვალობის განხორციელების აუცილებლობაც დაგვანახა ჩვენმა დღევანდელობამ, ეს არის სუვერენიტეტის, ქვეყნის დაცვის ინსტრუმენტი და ჩვენი საზოგადოებისთვის იმის გაცხადება, რომ მან ძალიან კარგად იცოდეს და გაიგოს, საიდან ფინანსდებიან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები და სად ხარჯავენ თანხას, მეტი არაფერი. ამ კანონის მიზანი გახლავთ გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. იქნება ეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, საია და სხვა ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო და მედია სექტორს წარმოადგენს. დაფინანსების 20% თუ უცხოეთიდან მომდინარეობს, ისინი იქნებიან ვალდებული დარეგისტრირდნენ რეესტრში. ერთადერთი, რისი პასუხისმგებლობაც ექნებათ ამ ორგანიზაციებს, გამოააშკარაონ შემოსავლები და ხარჯები“,-განაცხადა მათიკაშვილმა.

გარდა ამისა, ის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების კრიტიკულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპული ღირებულება არის გამჭვირვალეობა და ეს არ შეიძლება ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს.

„ევროპარლამენტში არაერთგზის მოუთხოვიათ კრიმინალ სააკაშვილის გათავისუფლება. ამის გარეშე ყოფილა პირდაპირი მუქარა, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ მიიღებდა. ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ღირსებით და არა ცალ ფეხზე დგომით მიღო, ასევე საქართველოს ინტეგრაციის სრული პერსპექტივით ევროკავშირში. ვერავინ ვერ წარმოიდგენს, რომ გამჭვირვალეობის მოთხოვნა, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და ევროპული ღირებულებისადმი ერთგულება შესაძლებელია გახდეს რაიმე ფორმით ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემაფერხებელი, მითუმეტეს, რომ ამ საუბრების გარდა, რეალური ერთი არგუმენტი მაინც, რატომ შეიძლება იყოს ეს კანონპროექტი საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, არავის, მათ შორის ევროპარლამენტარებს არ წარუდგენიათ. კრიმინალ გვარამიასთან მსხდომი ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი ჯერ კრიმინალი სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ და ახლა კრიმინალ გვარამიასთან ერთად გვესაუბრებიან. რა თქმა უნდა, ევროპული ღირებულებები არის მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალეობა, კანონის უზენაესობა“,-განაცხადა მათიკაშვილმა.