1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა

რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა

154
0

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ერეკლე ასტახიშვილმა,  ფონდის წარმომადგენლებმა სამუშაო  შეხვედრა გამართეს  მაქს ვებერის ფონდის დელეგაციასთან. 

მაქს ვებერის ფონდი  ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ორგანიზაციაა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც მხარს უჭერს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების კვლევებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე  მის ფარგლებს გარეთ. გერმანული ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აერთიანებს თერთმეტ ავტონომიურ ინსტიტუტს, რომლებიც  მასპინძელ ქვეყნებსა და გერმანიას შორის დამაკავშირებელ ფუნქციას ასრულებენ. უახლოეს მომავალში მაქს ვებერის ფონდი საქართველოში საკუთარი წარმომადგენლობის დაფუძნებას გეგმავს.  

რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა გერმანულ მხარეს გააცნო ფონდის საქმიანობა და  სამეცნიერო სფეროში  ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.