1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსეთში საომარი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 808 ადამიანი დააკავეს
რუსეთში საომარი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე  808  ადამიანი დააკავეს

რუსეთში საომარი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 808 ადამიანი დააკავეს

323
0

რუსეთში საომარი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე სულ მცირე 808 ადამიანი დააკავეს.

ამ დროისთვის მომიტინგეთა დაკავებები 37 ქალაქში დაფიქსირდა. მათ შორის, მოსკოვში – როგორც მინიმუმ 303 დაკავებული, სანქტ-პეტერბურგში – 279, ეკატერინბურგში – 40, პერმში – 22, უფაში – 22, კრასნოიარსკში – 19, კრასნოდარში – 14, ჩელიაბინსკში – 13, ვორონეჟში – 13, ირკუტსკში – 9, არხანგელსკში – 8, სარატოვში – 8, ექვს-ექვსი – კოროლიოვში, ნოვოსიბირსკსა და იაკუტსკში, პეტროზავოდსკში – 5, ოთხ-ოთხი – რიაზანსა და ულან-უდეში, სამ-სამი – ჟელეზნოგოსკსა და ტულაში, ორ-ორი – იჟევსკში, სამარაში, სალავატსა და ტომსკში, თითო-თითო – ტიუმენში, ვოლგოგრადში, ყაზანში, ივანოვოში, სიკტივკარში, ვოლოგდაში, ნიჟნი ნოვგოროდში, კალუგაში, ვიატსკიე პოლიანაში, სურგუტში, ბელგოროდსა და სმოლენსკში.

მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ დაკავებულთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში დღეს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივის შესაბამისად, რუსეთის ტერიტორიაზე ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება.