1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსეთში ქართველი არასრულწლოვანი ტყუპი ძმების ცხედრები იპოვეს
რუსეთში ქართველი არასრულწლოვანი ტყუპი ძმების ცხედრები იპოვეს

რუსეთში ქართველი არასრულწლოვანი ტყუპი ძმების ცხედრები იპოვეს

637
0
რუსეთში ქართველი არასრულწლოვანი ტყუპი ძმების ცხედრები იპოვეს
 
 
რუსეთში, სტავროპოლის მხარეში ქართველი არასრულწლოვანი ტყუპი ძმების ცხედრები იპოვეს – შემთხვევა ქალაქ ესენდუკში მოხდა. 

რუსული მედიის ინფორმაცით, იგორ და ნიკალაი გურცაევები სახლიდან 17 აგვისტოს გავიდნენ და გაუჩინარდნენ. ახლობლები და სამართალდამცველები ძმებს ამ დროის განმავლობაში ეძებდნენ. 

ნათესავების ინფორმაციით, ძმების ცხედრები ბაიკერებმა ტყეში იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ერთ-ერთი ვერსიით 17 წლის ძმამ ტყუპისცალი იარაღით მოკლა შემდეგ კი თავი მოიკლა. არ არის გამორიცხული ისინი სახიფათო ინტერნეტ თამაშის მორიგი მსხვერპლნი იყვნენ. საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ტყუპი ძმები იგორ და ნიკალაი გრციევები წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენიდან არიან.

“ვიძიებთ მოზარდების გარდაცვალების გარემოებებს”, – ასე განუცხადეს რუსულ მედიას რეგიონის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო განყოფილებაში.