1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რუსეთს ხერსონიდან ჯარის გასაყვანად სულ მცირე ერთი კვირა დასჭირდება” -ალექსეი რეზნიკოვი
“რუსეთს ხერსონიდან ჯარის გასაყვანად სულ მცირე ერთი კვირა დასჭირდება” -ალექსეი რეზნიკოვი

“რუსეთს ხერსონიდან ჯარის გასაყვანად სულ მცირე ერთი კვირა დასჭირდება” -ალექსეი რეზნიკოვი

200
0

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთს ხერსონიდან ჯარის გასაყვანად სულ მცირე ერთი კვირა დასჭირდება.

ამის შესახებ ალექსეი რეზნიკოვმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს გამოცხადებული უკანდახევის მიუხედავად ხერსონის ოლქში, ამჟამად 40 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს. რეზნკიკოვის ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცები რჩებიან როგორც უშუალოს ქალაქ ხერსონში, ასევე მის გარშემო და მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზეც. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ასევე ვარაუდობს, რომ რუსეთი გააძლიერებს პოზიციებს ზაპოროჟიეს ოლქში.

რეზნიკოვმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში რუსეთი სამხედრო ძალების მეთაურად სერგეი სუროვიკინის დანიშვნის შემდეგ რუსული ჯარი უფრო მეტად დისციპლინირებული გახდა. უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ასევე მიუთითა, რომ სუროვკინმა შეცვალა ტაქტიკა და სამოქალაქო მოსახლეობის ტერორს მიმართავს.

ამასთან, თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ზამთრის პერიოდში საბრძოლო მოქმედებების ტემპი შენელდება, რასაც უკრაინის შეიარაღებული ძალები გადაჯგუფებისთვის, განახლებისთვის და გაძლიერებისთვის გამოიყენებს.