უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში უკვე 172 900 ჯარისკაცი დაკარგა.

30 მარტის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ  რუსეთის საოკუპაციო არმიის საერთო დანაკარგი შეადგენს:

პირადი შემადგენლობა - დაახლოებით 172 900  სამხედრო;

ტანკი -  3 610 ;

ჯავშანტექნიკა - 6 974 ;

საარტილერიო სისტემა - 2 671;

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 526;

საჰაერო თავდაცვის სისტემა - 291;

თვითმფრინავი - 306;

ვერტმფრენი - 290;

ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 239;

ფრთოსანი რაკეტა - 911;

გემი/ნავი - 18;

სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5 518;

სპეცტექნიკა - 291.