1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რუსეთის შავი ზღვის ფლოტის “გადასახლება”-უკანდახევა შეტევისათვის თუ ნატოს სამხრეთული ექსპანსიის შეკავება?”- China National Radio
“რუსეთის შავი ზღვის ფლოტის “გადასახლება”-უკანდახევა შეტევისათვის თუ ნატოს სამხრეთული ექსპანსიის შეკავება?”- China National Radio

“რუსეთის შავი ზღვის ფლოტის “გადასახლება”-უკანდახევა შეტევისათვის თუ ნატოს სამხრეთული ექსპანსიის შეკავება?”- China National Radio

551
0

ჩინეთის ეროვნულმა რადიომ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა საუბარი სამხედრო მიმომხილველ ჯოუ ვეიჯენთან, რომლის დროსაც იგი ეხება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზის ნაწილობრივ ყირიმიდან აფხაზეთში (საქართველოს ტერიტორია, რუსეთის მიერ ოკუპირებული) გადატანას.

ტექსტი გამოქვეყნებულია სათაურით „რუსეთის შავი ზღვის ფლოტის „გადასახლება“: უკანდახევა შეტევისათვის თუ ნატოს სამხრეთული ექსპანსიის შეკავება?“.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

ამას წინათ თანამგზავრის მიერ კოსმოსიდან გადაღებულმა ფოტოებმა აჩვენა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბევრმა ხომალდმა ყირიმში მდებარე სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზა დატოვა. ბოლო დროს უკრაინის არმია რამდენჯერმე შეეცადა სევასტოპოლზე თავდასხმას და სამხედრო ბაზას გარკვეული ზიანიც მიაყენა. ამ ფონზე მოსკოვმა გადაწყვიტა შავი ზღვის ფლოტისათვის ახალი ბაზა გამოეძებნა და იპოვა კიდეც – ოჩამჩირის უბე აფხაზეთში, რომელიც საკმაოდ შორს მდებარეობს კიევის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან.
(…)
მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, რუსეთი აფხაზეთში მდებარე შავი ზღვის უბეში – იქ, სადაც ქალაქი ოჩამჩირეა განლაგებული, შავი ზღვის ფლოტის ბაზირების ახალ პუნქტს ქმნის.

ოჩამჩირის პორტი ორმაგი დანიშნულებისაა – იქ არის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ნავმისადგომები. როგორც ჩანს, ახალი ბაზის მშენებლობა გულისხმობს „დროებით უკანდახევას შეტევაზე გადასვლის მიზნით“, ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, „სივრცის დროზე გადაცვლას“. ამ გადაწყვეტილების წყალობით, რუს სამხედროებს შეუძლიათ სტრატეგიული პასიურობიდან აქტიურობაზე გადავიდნენ.

რასაკვირველია, შავი ზღვის ფლოტის სევასტოპოლიდან გაყვანა არ ნიშნავს ამ სამხედრო პორტზე უარის თქმას, რომელიც უკვე რამდენიმე ასეული წელია მოქმედებს (1783 წლიდან). ოჩამჩირის პორტი შეიძლება ახალი სტრატეგიული საყრდენი პუნქტი გახდეს რუსეთის ფლოტისათვის, რაც მოსკოვს საშუალებას მისცემს შავი ზღვის აკვატორიის კონტროლი შეინარჩუნოს.

ოჩამჩირე ოდესიდან პირდაპირი ხაზით 700 კილომეტრით არის დაშორებული, ასეთი მანძილი კი უკრაინას ხელს შეუშლის საზღვაო თუ საჰაერო დრონების დარტყმებისათვის გამოყენებაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ „გადასახლება“ გავლენას არ მოახდენს რუსეთის ხომალდების მობილურობასა და შემტევ ძლიერებაზე. რუსული გემებს ახალი ბაზიდანაც შეუძლიათ უკრაინის ღრმაწყლიან ნავსადგურებზე შეტევა.
(…)
როგორც ჩანს, რუსეთი ტაქტიკურად უკან იხევს, რომ შემდეგ შეტევაზე გადავიდეს – სავარაუდოდ, ნატოსთან დასაპირისპირებლად. გარდა ამისა, რუსეთს ოჩამჩირეში ახალი ბაზის მშენებლობისათვის კიდევ ერთი მიზეზი აქვს: აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს და რუსეთს სამხრეთიდან ესაზღვრება.

2008 წელს [ქართულ-ოსური კონფლიქტის საფუძველზე] მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოსკოვმა სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ კრემლის გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, არც საქართველო არ დაეთანხმა და მთლიანობაში – არც საერთაშორისო გაერთიანება.

სამხრეთ კავკასიაში მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ამას წინათ მომხდარი ამბებით, რასაკვირველია, რეგიონში ნატოს გეგმებიც სერიოზულად იცვლება, მისი გააქტიურების მხრივ. შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხრეთული ექსპანსიის შესაკავებლად, მოსკოვმა აფხაზეთში ახალი საზღვაო ბაზის შექმნა განიზრახა.
(…)
ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ოჩამჩირის პორტში დღეს არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტები არასაკმარისია და, აქედან გამომდინარე, ხომალდების დიდი რაოდენობით განსათავსებლად მოუხერხებელია. შესაბამისად, ამ მომენტში მოსკოვისათვის ოპტიმალური ვარიანტს ოჩამჩირეში ჯერ-ჯერობით ფლოტის მხოლოდ გარკვეული ნაწილის ბაზირება წარმოადგენს.

თანამედროვე სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა – ეს გრანდიოზული გეგმაა, რომელიც მოითხოვს არამარტო ღრმაწყლოვან და გაუყინავ ნავსადგურს, არამედ კარგად შეთავსებულ ბუნებრივ პირობებსაც, ასევე რიგი დამატებითი სამხედრო ობიექტების მშენებლობას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. (…)

წყარო