1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს წვრთნები სამხედრო ინციდენტების რისკს ზრდის” – მარია ზახაროვა
“რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს წვრთნები სამხედრო ინციდენტების რისკს ზრდის” – მარია ზახაროვა

“რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს წვრთნები სამხედრო ინციდენტების რისკს ზრდის” – მარია ზახაროვა

103
0

ნატო-ს წვრთნები რუსეთის საზღვრებთან ზრდის შესაძლო სამხედრო ინციდენტების რისკს, – ამის შესახებ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ალიანსი აგრძელებს ოდესღაც ნეიტრალური სახელმწიფოს პრაქტიკულ სამხედრო ათვისებას. აღნიშნული მანევრები რუსეთის საზღვრებთან ზრდის შესაძლო სამხედრო ინციდენტების რისკს“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ფინეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი საბრძოლო წვრთნა რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ნაწილია და მოსკოვი, თავის მხრივ, ყურადღებით აკვირდება „კოლექტიური დასავლეთის აგრესიულ ქმედებებს“.

„ეჭვგარეშეა, მიღებული იქნება ყველა აუცილებელი პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური ზომა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის საფრთხის აღსაკვეთად“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ცნობისთვის, 26 აპრილს ფინეთში ნატო-ს წვრთნების დაწყება იგეგმება.