1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების გამო იტალიის დედაქალაქის თავზე ფრენა აიკრძალა
რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების გამო იტალიის დედაქალაქის თავზე ფრენა აიკრძალა

რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების გამო იტალიის დედაქალაქის თავზე ფრენა აიკრძალა

554
0

იტალიის ხელისუფლებამ რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების ფარგლებში რომის ცა დახურა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

რომის პრეფექტის, ლამბერტო ჯანინის თქმით, ქალაქში უკვე მოქმედებს უსაფრთხოების გეგმა, რომელიც სულ უფრო და უფრო გაძლიერდება.

„ჩვენ ფრენის აკრძალვის ზონა დავაწესეთ. ჩვენ ასეთი ტიპის საფრთხეებს მაქსიმალურ ყურადღებას ვუთმობთ“, – აღნიშნა რომის პრეფექტმა.

ჯანინის თქმით, რომის ხელისუფლება უსაფრთხოების დეტალურ ზომებს მას შემდეგ გამოაქვეყნებს, რაც პაპთან დამშვიდობების ზუსტი თარიღი გახდება ცნობილი.