რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა კიევში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტს ეხმაურება. ამის შესახებ ის „ტელეგრამში“ წერს.

„რომელია მათ შორის მართლმადიდებელი“ - წერს ზახაროვა კადრზე, სადაც ზელენსკი და ბაიდენი კიევში, მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრიდან გამოდიან.

ცნობისთვის, 20 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.   აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტის დროს ქვეყნისთვის დამატებითი, ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის დახმარება დააანონსა.