1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს”-სალომე ზურაბიშვილი-
“ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს”-სალომე ზურაბიშვილი-

“ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს”-სალომე ზურაბიშვილი-

162
0

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ამერიკელ სენატორებთან, ჯინ შაჰინთან და დიკ დურბინთან შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სენატორებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაცია, ომი უკრაინაში და შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო განიხილა.

„როგორც ამერიკელმა სენატორებმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, ისინი აფასებენ საქართველოს პრეზიდენტის როლსა და პოზიციას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, რაზეც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ნებასა და სათქმელს გამოხატავს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რადგან ის 30 წლის განმავლობაში სწორედ ევროპულ ღირებულებებს ემსახურება.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და საქართველოს მეორე უარი არ უნდა ეთქვას.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო ომს უკრაინაში, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხის მნიშვნელობას.

„აღინიშნა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საკითხი მხოლოდ რუსეთს აწყობს, რომელმაც არა მხოლოდ 2008 წლის აგვისტოში განახორციელა საქართველოზე აგრესია, არამედ უკვე მეორე საუკუნეა ახორციელებს მას“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.