1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „როიტერი“ – ევროპული ძალისხმევა უკრაინისთვის უსაფრთხოების მექანიზმების შესაქმნელად, სამხედროების გაგზავნის ნაცვლად, სხვა ალტერნატივებზე გადადის
„როიტერი“ – ევროპული ძალისხმევა უკრაინისთვის უსაფრთხოების მექანიზმების შესაქმნელად, სამხედროების გაგზავნის ნაცვლად, სხვა ალტერნატივებზე გადადის

„როიტერი“ – ევროპული ძალისხმევა უკრაინისთვის უსაფრთხოების მექანიზმების შესაქმნელად, სამხედროების გაგზავნის ნაცვლად, სხვა ალტერნატივებზე გადადის

833
0

ევროპული ძალისხმევა უკრაინისთვის უსაფრთხოების მექანიზმების შესაქმნელად, სამხედროების გაგზავნის ნაცვლად, სხვა ალტერნატივებზე გადადის, – ამის შესახებ „როიტერი“ ვრცელ სტატიას ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ევროპაში სამხედროების გაგზავნის ნაცვლად, ალტერნატიული გზის მოძებნა საჭირო გახდა იმიტომ, რომ არსებობს პოლიტიკური და ლოგისტიკური შეზღუდვები, აგრეთვე რუსეთისა და შეერთებული შტატების მოსალოდნელი წინააღმდეგობა.

მიუხედავად იმისა, რომ ლონდონი და პარიზი რამდენიმე კვირაა, გეგმაზე მუშაობენ, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათასი სამხედროს გაგზავნას უკრაინაში მომავალი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად, დიპლომატები აღიარებენ, რომ ასეთი ძალის გაგზავნა სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოდ გამოიყურება.

„უკრაინა როდესაც უფრო კარგ ვითარებაში იყო, სამხედრო ძალების გაგზავნის იდეა მიმზიდველად გამოიყურებოდა, მაგრამ ამჟამად, იმ ვითარებაში, რომელიც არის და აშშ-ის მიმდინარე ადმინისტრაციის პირობებში, ეს აღარ არის მიმზიდველი“, – განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა „როიტერთან“.

„როიტერი“ წერს, რომ უკრაინა უკვე დიდი ხანია, რაც მკაცრ გარანტიებს ითხოვს, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმა, როდესაც ომი დასრულდება. ამასთან, „როიტერის“ ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი როდესაც ვაშინგტონში ტრამპს შეხვდნენ, მაშინვე გაუზიარეს აშშ-ის პრეზიდენტს სამხედროების გაგზავნის იდეა, რაზეც ტრამპი არ იყო უარყოფითად განწყობილი, თუმცა მოგვიანებით, ამერიკაში ამ იდეის მიმართ უფრო მეტი სკეპტიკურად განეწყო. როგორც მედია აღნიშნავს, მაშინ ბრიტანეთიც და საფრანგეთიც აშშ-სგან ითხოვდა „სარეზერვო“ გარანტიას, უკრაინაში ევროპელი სამხედროების გაგზავნის შემთხვევაში, თუმცა რას გულისხმობდნენ ამაში, უცნობია.

შეგახსენებთ, 27 მარტს საფრანგეთში გაიმართება „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი. „როიტერი“ წერს, რომ პარიზის სხდომაზე განხილვა შეეხება სხვადასხვა საკითხს, მაგალითად, როგორ გაძლიერდეს უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით მომავალი თავდასხმების შესაკავებლად, როგორ მოხდეს ზღვასა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეზღუდული ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, რაც განხილული იქნა აშშ-ის მიერ რუსეთთან შეხვედრის დროს საუდის არაბეთში.