1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

327
0

11 ივლისს ქუთაისში +36 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. ბათუმში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ფოთშიც დარია. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექოა დღე ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +36 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი. +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ჭიათურაში დარია. დღე +33 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომშიც წვიმს. დღისით +33 იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +36 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერს ტემპერატურა +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში იწვიმებს, დღე +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +23, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +36 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უნალექო ამინდი და +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც დარია. დღისით +36 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +37 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

წვიმაა მოსალოდნელი თბილისშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +37 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.