1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

357
0

16 თებერვალს ქუთაისში +2 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. თოვლია მოსალოდნელი ოზურგეთშიც, სადაც დღისით +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც თოვლია ნავარაუდები, დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლიანი დღეა ფოთში და დღისით +64გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც თოვლს ვარაუდობენ. დღისით ტემპერატურა +2 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდები. +2 გრადუსია ნავარაუდები დღისით სოხუმში, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

მესტიაში ღრუბლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით -5 გრადუსია, ღამით კი -13 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ამბროლაურშიც და დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი 0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.

თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, დღისით -1 ღამის ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -13 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

გორშიც თოვლია ნავარაუდები. დღისით +1 გრადუსია ნავარაუდები, ღამის განმავლობაში კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში თოვლიანი დღეა. დღისით ჰაერს ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით -6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -14 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით -7, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლიანი დღეა ნავარაუდები თელავში. დღისით +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსია ნავარაუდები.

უნალექოდ ჩაივლის დღე გურჯაანში. დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +4 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +4 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლია ნავარაუდები თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსია მოსალოდნელი.