1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

182
0

11 იანვარს ქუთაისში +6 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ფოთშიც, სადაც დღისით =11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია უნალექო დღე, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. +7 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით 0 გრადუსია, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღე იქნება ბორჯომში, დღისით +1 ღამის ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -14 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში -1 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექოდ ჩაივლის დღე ცხინვალშიც, დღისით ჰაერს ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით -4, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში თოვლიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით -2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -7 გრადუსია ნავარაუდევი. მოთოვს.

გურჯაანშიც თოვლიანი დღე იქნება. დღისით -1 გრადუსი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში -3 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

რუსთავში -1 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსია მოსალოდნელი