1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რიო-დე-ჟანეიროში წყალდიდობის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

რიო-დე-ჟანეიროში წყალდიდობის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

105
0

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. ერთ დღე-ღამეში იმაზე მეტი ნალექი მოვიდა, ვიდრე მთლიანად, იანვრის დასაწყისიდან.

ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ერთი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ადამიანების ნაწილი მეწყრების ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა, ნაწილი წყალში დაიხრჩო, ხოლო ზოგს დენმა დაარტყა. ყველაზე მეტად რიო-დე-ჟანეიროს ჩრდილოეთ ნაწილი დაზარალდა.

ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, რომ შეძლებისდაგვარად საცხოვრებელი არ დატოვოს.