1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რევოლუციას სჭირდება მამაცი პოლიტიკური ლიდერები, “უნიტაზის მწერლები” რევოლუციას ვერ მოახდენენ!” – ჯაბა ხუბუა
“რევოლუციას სჭირდება მამაცი პოლიტიკური ლიდერები, “უნიტაზის მწერლები” რევოლუციას ვერ მოახდენენ!” – ჯაბა ხუბუა

“რევოლუციას სჭირდება მამაცი პოლიტიკური ლიდერები, “უნიტაზის მწერლები” რევოლუციას ვერ მოახდენენ!” – ჯაბა ხუბუა

350
0

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა მიიჩნევს, რომ რევოლუცია, რომელსაც ქართული ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი აანონსებს, მარცხისთვისაა განწირული.

 

„რევოლუციას სჭირდება მამაცი პოლიტიკური ლიდერები და გულანთებული იდეალისტები, “უნიტაზის მწერლები” და “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობები რევოლუციას ვერ მოახდენენ! როცა მიტინგის ლოზუნგი “შინ ევროპისკენ” მხოლოდ შირმაა და მისი რეალური სულისკვეთება გახლავთ “ოლიგარქი პატრიარქი” და “ილია მეორე ტაფით უნდა ვცემოთ”, ყოველთვის მოხდება ის, რაც გუშინ მოხდა – ჩასვრა და სუნის დაყენება!

 

ყველა მიტინგს, რომლის წამყვანიც ლაშა ბუღაძე იქნება, ბოლოს ერთი გულშემატკივარიღა შერჩება – მეგის ქარდავა, რომელმაც გუშინ ციხიდან მიმართა შეკრებილთ – გული მწყდება, რომ ფიზიკურად თქვენს გვერდით ვერ ვდგავარ, ისე კი მთელი არსებით თქვენთან ვარო! სულ ეს არის!“- წერს სოციალურ ქსელში  ჯაბა ხუბუა.

გუშინ რუსთაველის გამზირზე აქცია სახელწოდებით “შინ ევროპისაკენ“ გაიმართა. აქციის მონაწილეებს ციხიდან წერილით მიმართა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა მეგის ქარდავამ.