რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აგვისტოსთვის
ვერძი
დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლებაში ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ. ბიზნესმენები მოგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. გირჩევთ ფინანსური პრობლემების მოგვარება რამდენიმე დღით გადადოთ და რაც მთავარია, საბუთებს ხელი არ მოაწეროთ. ამ დღეს წარმატება ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაგყვებათ.
კურო
პრობლემა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, ამ დღეს თქვენს წინაშე სრულად წარმოჩნდება. ფინანსური შემოსავალი გელით, რომელიც გონივრულად უნდა გაანაწილოთ. ბევრი სამუშაო გაქვთ, მაგრამ გადაღლილი ხართ და ისე გაღიზიანებთ, როგორც არასდროს.
ტყუპები
არახელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისთვის – გირჩევთ ვიზიტი რამდენიმე დღით გადადოთ. სიყვარულში იმედგაცრუება დეპრესიამდე მიგიყვანთ. სავარაუდოდ, ფინანსური სირთულეები გელით. ეცადეთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.
კირჩხიბი
დილიდან ემოციურ ამაღლებას იგრძნობთ, მაგრამ ამან რეალობის გრძნობა და გონიერება არ უნდა დაგაკარგვინოთ. სავარაუდოდ, საღამოს სასიამოვნო პაემანი გელით, რომელიც დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ. გირჩევთ, საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარჩევას ნაკლები.
ლომი
ეცადეთ მეტი სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინოთ და სარისკო მოქმედებებზე უარი თქვათ. დილიდან უგუნებოდ ხართ და ასე გაგრძელდება, სანამ არ შეხვდებით ადამიანს, რომელიც ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. შესანიშნავი დღეა სამთავრობო უწყებებში ვიზიტისთვის – მკაფიო და ფასეული რჩევები მნიშვნელოვანი საკითხების სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.
ქალწული
შესაძლოა, ძველი ვალი ან ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ. თავი შეიკავეთ ახალი პროექტების დაწყებისგან, განსაკუთრებით მანამდე, სანამ ძველს დაასრულებთ. ნუ იქნები უმადური – ის ადამიანი, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ, მეტ პატივისცემას იმსახურებს.
სასწორი
გირჩევთ, საკუთარი ილუზიების გავლენის ტყვედ არ იქცეთ და თავი არ მოიტყუოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ჩხუბი თავიდან აიცილოთ, რადგან ამას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. ამ დღეს წარმატებები ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაგყვებათ.
მორიელი
დილიდან გაღიზიანებული ხართ და ნებისმიერ წინააღმდეგობაზე წონასწორობას კარგავთ. უფროსებთან რთული საუბარი საბოლოოდ ავტორიტეტის განმტკიცებაში დაგეხმარებათ. რთული და შრომატევადი კვირის შემდეგ დამსახურებულ ჯილდოს უნდა ელოდოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ნებისმიერ რთულ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით, რადგან პლანეტების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას – ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება და მოგვიანებით ვერაფერს შეცვლით. სასურველია, რომ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.
თხის რქა
ეს დღე სავსეა სასიყვარულო გამოცდილებით, იმედგაცრუებითა და ინტრიგებით, ამიტომ გირჩევთ, მშვიდად და გონივრულად იმოქმედოთ. შესაძლოა, ნათესავების დახმარებით პირადი ცხოვრების პრობლემების გადაჭრა შეძლოთ. გირჩევთ, ფინანსური პრობლემების მოგვარება რამდენიმე დღით გადადოთ და საბუთების ხელმოწერაზე უარი თქვათ.
მერწყული
ეს დღე ნებისმიერი ურთიერთობისთვის ხელსაყრელია. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. თავს გადაღლილად გრძნობთ და სამუშაო როგორც არასდროს, ისე გაღიზიანებთ. უახლოეს ხანებში გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით, ამიტომ ფინანსურ საკითხებში უფრო ფრთხილი და თავშეკავებული უნდა იყოთ.
თევზები
შესაძლოა, სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ – ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება. სავარაუდოდ, ადამიანი, ვისი იმედიც გქონდათ, მოგატყუებთ.