“რადიკალებმა ომი წააგეს, ახლა ბელადის ბრძოლის ველიდან გაყვანა სურთ” – ლევან ნიკოლეიშვილი
“რადიკალებმა ომი წააგეს, ახლა ბელადის ბრძოლის ველიდან გაყვანა სურთ, ამ საქმეში ალბათ დიდ ფულსაც იშოვიან (შოულობენ კიდეც!)” – წერს სოციალურ ქსელში, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი.
“ოპერაცია “ხელისუფლების შეცვლისა და საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის შესახებ“ ჩაფლავდა! არ გამოდის რადიკალების და მათი უცხოელი მხარდამჭერების ჩანაფიქრი, არ უწერია აღსრულება! მიუხედავად ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლისა, მისი კუთვნილი თანხების შვეიცარიულ ბანკში გაჩერებისა, არ აპირებს ბატონი ბიძინა არაფრის სანაცვლოდ სამშობლოს მშვიდობისა და სტაბილურობის გაცვლას! აქეთ აკერმანიც ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში გადაბარგდა და მისმა დატრენინგებულმა პარტიებმა და არასამთავრობოებმაც სრული ფიასკო განიცადეს: უაზრო აქციები, ფუჭი დაპირებები, ტექნიკური მთავრობით ხელისუფლების შეცვლა კია არა, მთავარი ოპოზიციური პარტია დაშლის პირასაა, თუ “ნაციონალურ მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობისთვის მებრძოლ კომიკურ პერსონაჟებს გადავხედავთ, ადვილად დავრწმუნდებით.
უფრო ადრე კი “დიდი ოპერაციისა” თუ სცენარის ნაწილმა, მიხეილ სააკაშვილის შემოპარვა თუ შემოპარება-შემოსაღებამ განიცადა ფიასკო. სააკაშვილი კანონის შესაბამისად ციხეში აღმოჩნდა, ხოლო მასზე უფრო ნაცების დაპირება, “შენ ოღონდ ჩამოდი და აქ 100 000 მხარდამჭერი დაგვხვდებით” საპნის ბუშტივით გასკდა!
ახლა როგორც ჩანს უკან დახევის ცდილობენ, რამენაირად სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანონ, მერე კი იქ უცხოეთში რას იზამს სხვა საქმეა… ამ მიზნის შესრულებისთვის, სააკაშვილისთვის “პოლიტიკური პატიმრის” იარლიყი, რომ არ გამოდგებოდა ეტყობა რადიკალებს უცხოელებმაც ურჩიეს. ამიტომ “უკურნებელი სენით შეპყრობილის და მომაკვდავის” სტატუსი აირჩიეს, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს “ჰუმანიტარული მიზნით თუ მიზეზით” მისი საზღვარგარეთ გაყვანა.
ისევ და ისევ რადიკალების (ოპოზიციის ნაწილი, არასამთავრობოები, მათი ტელევიზიები) იმედზე ყოფნას ცხადია არა სწორად იქნა მიჩნეული (ხდებიან იქ, სადღაც “ზევით”უცხოეთში), ესენი უბრალო მყვირალა-აღმსრულებელ-შემსრულებლებად თუ გამოდგებიან (გამოდგებიან კი?!). ამიტომ საქმეში თავად ქალბატონი გიული ალასანია ერთვება, “მიხეილ სააკაშვილის დელეგირებით, გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს “გლობალ პოინტთან”, რომელმაც უნდა გაუწიოს PR კამპანია მიშას გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით.
“გლობალ პოინტი,” ამერიკული კომპანია გახლავთ, რომლის ხელმძღვანელიც კრისტოფერ ჰარვინია, ადრე ერაყშიც მუშაობდა, ახლა კი რადიკალების და მათ მსახურების მეშვეობით შეეცდება სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას გაუწიოს ორგანიზება!
საბოლოოდ კი მთავარი რამ იკვეთება, რადიკალებმა ომი წააგეს, რასაც თვითონაც ხვდებიან და აღიარებენ კიდეც, ახლა ბელადის ბრძოლის ველიდან გაყვანა სურთ, ამ საქმეში ალბათ დიდ ფულსაც იშოვნიან (შოულობენ კიდეც!).
რაც შეეხება პოლიტიკას, სწორედ ასეთი ხალხი აბინძურებს, თორემ ერთ-ერთი საინტერესო და ღირსეული საქმე გახლავთ, ოღონდ თუ შენი ქვეყნის სამსახურში ხარ!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.