1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა
რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა

რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა

265
0

უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა კიდევ 90 დღით, 2022 წლის 21 ნოემბრამდე გაახანგრძლივა.

ამავდროულად, უკრაინაში კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა საყოველთაო მობილიზაცია.

შესაბამისი კანონპროექტები დასამტკციებლად უმაღლეს რადას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 აგვისტოს გადაუგზავნა.

კანონპროექტების მიხედვით, საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის ვადა 23 აგვისტოდან 90 დღით გაგრძელდება.

საომარი მდგომარეობა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა. მას შემდეგ, რადამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ორჯერ გაახანგრძლივა.