ერთ კვირაში საქართველოში COVID-19-ის 1 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა
430
0
გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში 646 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით ქვეყანაში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 63 404 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 57 457, „პისიარ“ ტესტით – 5 847.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 1,67%.