1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ქუთაისსა და პარიზს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა
ქუთაისსა და პარიზს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა

ქუთაისსა და პარიზს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა

383
0

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის მიმართულებით ავიაკომპანია Wizz Air-მა AIRBUSA320 ტიპის ხომალდით პირდაპირი რეგულარული რეისი ცოტა ხნის წინ შეასრულა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, ქუთაისიდან საფრანგეთის დედაქალაქში 154 მგზავრი გაფრინდა. განახლებული რეისის პირველ მგზავრებს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ქუთაისი-პარიზი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ამ ეტაპზე, Wizz Air კვირაში ერთხელ იფრენს.

პირველი აგვისტოდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-მა მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდი დააბრუნა და ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. ფრენის სიხშირეები გაიზარდა ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ბაზის არსებობა დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის და ეკონომიკის, როგორც პირდაპირ, ისე ირიბ ინვესტირებას და სტიმულირებას უწყობს ხელს. ბაზირებულ რეისებზე ეკიპაჟი საქართველოს მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული. შესაბამისად ქუთაისისთვის და ზოგადად, იმერეთის რეგიონისთვის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით Wizz Air-ის ბაზის არსებობა მნიშვნელოვანია.

ბაზირებული ხომალდი რეისს იწყებს და ასრულებს იმ აეროპორტში, სადაც მას ბაზა გააჩნია. 2022 წლის 6 თვის მონაცემებით, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 255,310 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია“,- აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.