1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ქართულმა ოპოზიციამ რაც „ევრონესტთან“ დაკავშირებით გააკეთა, ამას ქვეყნის ღალატი ჰქვია”- სოზარ სუბარი
“ქართულმა ოპოზიციამ რაც „ევრონესტთან“ დაკავშირებით გააკეთა, ამას ქვეყნის ღალატი ჰქვია”- სოზარ სუბარი

“ქართულმა ოპოზიციამ რაც „ევრონესტთან“ დაკავშირებით გააკეთა, ამას ქვეყნის ღალატი ჰქვია”- სოზარ სუბარი

149
0

რაც ქართულმა ოპოზიციამ „ევრონესტთან“ დაკავშირებით გააკეთა, ამას ქვეყნის ღალატი ჰქვია, ეს პირდაპირ ხელის შეშლის მცდელობაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რაც რა თქმა უნდა, წარუმატებელი იქნება, ეს იქნება ისეთივე წარუმატებელი, როგორიც იყო მათი ხელის შეშლა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის “წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოღალატეობრივი ბუნება კიდევ ერთხელ გამოავლინეს.

„იცოდნენ, თუ არა მათ ამ ინფორმაციის შესახებ? – თუ ამ ქვეყანაზე და პარლამენტში ვინმეს ვენდობით, ეს მაკა ბოჭორიშვილია, რომელიც, რა თქმა უნდა, ყოველთვის მხოლოდ სიმართლეს ლაპარაკობს. მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ მან პირადად ჩააყენა საქმის კურსში ყველა ქართველი ოპოზიციონერი, ეს იყო ევროპარლამენტის „ევრონესტის“ შესაბამის ვებ-გვერდზე ატვირთული, შესაბამისად, ცხადია, ყველამ იცოდა და თვითონ, როცა ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობდნენ, რომ არ იცოდნენ , ტყუიან, რადგან მეორე მხრივ, ისინი ამბობდნენ, რომ შესწორებების შეტანას აპირებდნენ და თუ არ ჰქონდათ წაკითხული და თუ არ იცოდნენ, რომ ატვირთული იყო, რაში შეჰქონდათ შესწორება, იქნებ სრულიად მისაღები იყო ტექსტი. ანუ, აქედანაც ცხადად ჩანს, რომ ისინი ამბობენ ტყუილს და რატომ არ მოაწერეს ხელი? – იმიტომ, რომ უნდოდათ, საქართველო დაეზიანებინათ. რატომ არ გააკეთა ქართულმა დელეგაციამ, რომ ჰქონოდათ მხარდაჭერა სხვების მხრიდან. აქ ლაპარაკია უბრალოდ დარეგისტრირებაზე, რასაც ორი ხმა დააკლდა. უკრაინის პარლამენტარებისგან თანხმობა ჰქონდათ, რომ ისინი ხელს მოაწერდნენ ხელს, თუმცა სამწუხაროდ, ბოლო წუთს არ მოაწერეს. არც უკრაინელების ხმა არ დასჭირდებოდათ, ოთხი ქართველი ოპოზიციონერიდან ძალიან მარტივ ტექსტზე ორს რომ ხელი მოეწერა. ამით არც არაფერი დაშავდება, არც შენელდება საქართველოს ევროინტეგრაცია, უბრალოდ, კიდევ ერთხელ თავისი მოღალატეობრივი ბუნება გამოავლინეს“, – განაცხადა სუბარმა.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის ხელმოწერების არქონის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.

რეზოლუცია, რომლის ინიცირებაც ვერ მოხერხდა, მოიცავს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მხარდაჭერას, მოწოდებას რუსეთისადმი, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან, უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის საკითხს.