1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ნიკა მელია და ნიკა გვარამია როგორც არ უნდა შეჯგუფდნენ ან გადაჯგუფდნენ, ამის შედეგი არაფრისმომცემი იქნება -გივი მიქანაძე
ნიკა მელია და ნიკა გვარამია როგორც არ უნდა შეჯგუფდნენ ან გადაჯგუფდნენ, ამის შედეგი არაფრისმომცემი იქნება -გივი მიქანაძე

ნიკა მელია და ნიკა გვარამია როგორც არ უნდა შეჯგუფდნენ ან გადაჯგუფდნენ, ამის შედეგი არაფრისმომცემი იქნება -გივი მიქანაძე

131
0

ნიკა მელია და ნიკა გვარამია როგორც არ უნდა შეჯგუფდნენ ან გადაჯგუფდნენ, ამის შედეგი არაფრისმომცემი იქნება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ამ ადამიანების წარსული და ვინაობა. თუკი მათ რაღაც ხმები აიღეს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, 5%-იანი ბარიერის გადასალახად, ეს ისევ და ისევ იმ მცირე ხმების რიცხვიდან იქნება, რომელიც „ნაცმოძრაობას“ აქვს“, – აღნიშნა მიქანაძემ.

განიხილება თუ არა ნიკა გვარამია ოპოზიციური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად – პარტია „ახალში“ აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას გუნდი მიიღებს. ვინ არის მთავარი პარტია „ახალში“ – გვარამია თუ მელია – თემა აქტუალური პოლიტიკურ სპექტრში მათი პირველი ერთობლივი სატელევიზიო ეთერის შემდეგ გახდა. მმართველი გუნდისთვის გვარამია-მელიას შორის უთანხმოება უკვე სახეზეა.