1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პუტინმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა
პუტინმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა

პუტინმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა

265
0

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.

როგორც რუსული მედია იუწყება, ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვარს, მოსკოვის დროით ღამის 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრის 24:00 საათამდე გაგრძელდება.

მანამდე ე.წ. საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივით რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში კირილის ინიციატივას „ცინიკური მახე“ უწოდეს.

კრემლი ასევე მოუწოდებს უკრაინას, შეწყვიტოს ცეცხლი, რათა „საბრძოლო მოქმედებებში მცხოვრებ მართლმადიდებელ მოქალაქეებს დღესასწაულზე ეკლესიებში მისვლა უსაფრთხოდ შეეძლოთ“.