1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პუტინი მზად არის, უკრაინაში ომი შეაჩეროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გზით, რომელიც ბრძოლის ველზე ამჟამინდელ ხაზებს აღიარებს -“როიტერი”
პუტინი მზად არის, უკრაინაში ომი შეაჩეროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გზით, რომელიც ბრძოლის ველზე ამჟამინდელ ხაზებს აღიარებს -“როიტერი”

პუტინი მზად არის, უკრაინაში ომი შეაჩეროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გზით, რომელიც ბრძოლის ველზე ამჟამინდელ ხაზებს აღიარებს -“როიტერი”

453
0

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის მზად არის, შეაჩეროს ომი უკრაინაში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გზით, რომელიც აღიარებს ბრძოლის ველზე არსებულ ამჟამინდელ ხაზებს. კიევისა და დასავლეთისგან უარის შემთხვევაში კი ბრძოლის გასაგრძელებლად მზადაა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ოთხ ანონიმურ რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„როიტერის“ ცნობით, სამი წყარო, რომელიც პუტინის გარემოცვაში წარმოებული დისკუსიების საქმის კურსშია, ამბობს, რომ პუტინმა მრჩეველთა მცირე ჯგუფთან იმედგაცრუება გამოთქვა დასავლეთის მხარდაჭერილ მცდელობებთან დაკავშირებით, ჩაშალონ მოლაპარაკებები. ასევე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მოლაპარაკებებს გამორიცხავს.

„პუტინს შეუძლია, იბრძოლოს რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, მაგრამ პუტინი ასევე მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, ომის გაყინვისთვის“, – ციტირებს „როიტერი“ ოთხიდან ერთ-ერთ პირს.

როგორც გამოცემა წერს, ისინი მაღალი პოლიტიკური რანგის მქონე ხუთ პირს ესაუბრნენ, რომლებიც ამჟამად ან ადრე მუშაობდნენ პუტინთან. როგორც სააგენტო აღნიშნავს, მეხუთე პირს ფრონტზე ამჟამად არსებული ხაზების პირობებში ომის გაყინვასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ამავე წყაროების ცნობით, პუტინი მიიჩნევს, რომ ამ მომენტისთვის ომში არსებული მიღწევები საკმარისია რუსი ხალხისთვის გამარჯვების მისაყიდად. პუტინს ესმის, რომ ნებისმიერი ახალი დრამატული მიღწევები კიდევ ერთ საყოველთაო მობილიზაციას მოითხოვს, რაც მას არ სურს.

წყაროს თქმით, პუტინის რეიტინგი 2022 წლის სექტემბერში პირველი მობილიზაციისას დაეცა. აქვე, ერთ-ერთი წყარო ვარაუდს გამოთქვამს, რომ ვიდრე უკრაინის ხელისუფლების სათავეში ვოლოდიმირ ზელენსკია, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, თუ რუსეთი გვერდს არ აუვლის მას და ვაშინგტონთან არ გააფორმებს შეთანხმებას. აღნიშნული პირები ვარაუდობენ, რომ პუტინის დაჟინებული მოთხოვნა, ბრძოლის ველზე მოპოვებული ტერიტორიების შეთანხმებაში გათვალისწინების შესახებ, გადახედვას არ ექვემდებარება. თუმცა რუსეთის პრეზიდენტი დათანხმდებოდა იმ ტერიტორიას რომელიც ახლა აქვს და არსებულ ხაზებში გაყინავდა კონფლიქტს.

„პუტინი იტყვის, რომ ჩვენ მოვიგეთ, რომ ნატო თავს დაგვესხა და ჩვენ დავიცავით ჩვენი სუვერენიტეტი, რომ გვაქვს სახმელეთო დერეფანი ყირიმთან, რაც სიმართლეა“, – აცხადებს ერთ-ერთი წყარო.