1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “პუტინი მკვლელია” – რუსეთის მოქალაქეებმა თბილისსა და ბათუმში აქცია გამართეს
“პუტინი მკვლელია” – რუსეთის მოქალაქეებმა  თბილისსა და ბათუმში აქცია გამართეს

“პუტინი მკვლელია” – რუსეთის მოქალაქეებმა თბილისსა და ბათუმში აქცია გამართეს

510
0

თბილისში მყოფმა რუსეთის მოქალაქეებმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო საქართველოში რუსეთის ყოფილ საელჩოს შენობასთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს ყვავილები, სანთელები, ალექსეი ნავალნის სურათები და პლაკატები წარწერით:”პუტინი მკვლელია”, “რუსეთი იქნება თავისუფალი”, “მკვლელები”, “არ დაივიწყო, არ აპატიო”.

აქცია ასევე გაიმართა ბათუმშიც. ანბანის კოშკთან რუსეთის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც მდუმარე აქციით სოლიდარობას უცხადებენ ალექსეი ნავალნის ოჯახს. მათი განცხადებით, ისინი პატივს მიაგებენ საპყრობილეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ხსოვნას.

 

“ნავალნი მოკლეს, ის იყო თავისუფალი რუსეთის სიმბოლო, ჩვენი იმედი. ის მოკლეს, მაგრამ ჩვენში ვერ ჩაკლავენ ბრძოლის სურვილს და აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რასაც თავისუფალი რუსეთი ჰქვია”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.