1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პოლონეთის საზღვარზე არსებული ვითარება დიდი ხანია, სცდება ეკონომიკასა და მორალს -ზელენსკი
პოლონეთის საზღვარზე არსებული ვითარება დიდი ხანია, სცდება ეკონომიკასა და მორალს -ზელენსკი

პოლონეთის საზღვარზე არსებული ვითარება დიდი ხანია, სცდება ეკონომიკასა და მორალს -ზელენსკი

687
0

პოლონეთის საზღვარზე არსებული ვითარება დიდი ხანია, სცდება ეკონომიკასა და მორალს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენ საბოლოოდ უნდა ვიპოვოთ პოლონეთის საზღვარზე არსებული სიტუაციიდან გამოსავალი, რომელიც დიდი ხანია, გასცდა როგორც ეკონომიკის, ისე მორალის საზღვრებს. უბრალოდ შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ შეიძლება, გამოიყენო სისხლიანი ქვეყნის სირთულეები შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში. თუმცა ამასაც გადავლახავთ. დარწმუნებული ვარ, უკრაინას შეუძლია, გაუძლოს, მიაღწიოს თავის მიზნებს და დაამარცხოს რუსული ტერორი. ჩვენ ერთად შეგვიძლია, მივაღწიოთ ამას“,-განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის ინფორმაციით, უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე ექვსივე გამშვები პუნქტი სატვირთო ავტომობილებისთვის ბლოკირებულია. როგორც კიევში აცხადებენ, სატვირთოების მოძრაობა პოლონელ ფერმერებს აქვთ ბლოკირებული. ამის გამო საზღვარზე გაჩერებულია 2,4 ათასი სატვირთო ავტომობილი. აქტივისტები უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეუზღუდავი ექსპორტის წინააღმდეგ გამოდიან, ასევე, ითხოვენ ევროკავშირის გარემოსდაცვითი რეგულაციების შემსუბუქებას.