პეტერ ფიშერი ჩვენი სრული მხარდაჭერით განაგრძობს საქართველოში თავდადებულ საქმიანობას -გერმანიის საგარეო უწყება
165
0
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინში კონსულტაციების შემდეგ, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა.
აღნიშნულის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ბერლინში კონსულტაციების შემდეგ, გერმანიის ელჩი დღეს საქართველოში დაბრუნდა. ის ჩვენი სრული მხარდაჭერით განაგრძობს თავის თავდადებულ საქმიანობას”, – წერს გერმანიის საგარეო უწყება.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომ უწყებამ ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია.