1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პატივი უნდა გვეცა არჩევნების შედეგებისთვის და ამის ნაცვლად, კვლავ ვერევით იმაში, რაც ხდება, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა გვჭირდება – ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე 
პატივი უნდა გვეცა არჩევნების შედეგებისთვის და ამის ნაცვლად, კვლავ ვერევით იმაში, რაც ხდება, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა გვჭირდება – ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე 

პატივი უნდა გვეცა არჩევნების შედეგებისთვის და ამის ნაცვლად, კვლავ ვერევით იმაში, რაც ხდება, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა გვჭირდება – ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე 

804
0

ჩვენ პატივი უნდა გვეცა არჩევნების შედეგებისთვის და ამის ნაცვლად, ჩვენ კვლავ ვერევით იმაში, რაც ხდება. ჩვენ კონსტრუქციული მიდგომა უნდა გვქონდეს საქართველოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა.

მისივე თქმით, მათ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა სჭირდებათ.

„საკმაოდ გაოცებული ვარ, რომ ჩვენ კვლავ საქართველოს საკითხზე ვსაუბრობთ. ვფიქრობ, ეს ის თემაა, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მოგვარებულიყო. ჩვენ პატივი უნდა გვეცა არჩევნების შედეგებისთვის და ამის ნაცვლად, ჩვენ კვლავ ვერევით იმაში, რაც ხდება. მიმაჩნია, რომ კონსტრუქციული მიდგომა უნდა გვქონდეს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ვცადოთ, გავიგოთ, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ უნდა გვქონდეს მათთან საუბარი, დიალოგი, ჩვენ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა გვჭირდება“, – განაცხადა დანილო დელა ვალემ.