1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. პარლამენტთან აქცია „დაიცავი გამოხატვის თავისუფლება“ მიმდინარეობს
პარლამენტთან აქცია „დაიცავი გამოხატვის თავისუფლება“ მიმდინარეობს

პარლამენტთან აქცია „დაიცავი გამოხატვის თავისუფლება“ მიმდინარეობს

89
0

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით „დაიცავი გამოხატვის თავისუფლება“.

აქციის მონაწილეები პარლამენტთან 2 ივნისს გამართული აქციის მონაწილეების დაკავებას აპროტესტებენ. 

 

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. 

შეგახსენებთ, გუშინ, 2 ივნისს, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის დაკავება გააპროტესტეს.

ოფიციალური ინფორმაციით, აქციაზე ადმინისტრაციული წესით, 3 პირი დააკავეს, მათ შორის, ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელიც მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.