1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება” – ბენიამინ ნეთანიაჰუ
“პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

“პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

202
0

პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნებისმიერი სამომავლო შეთანხმების შემთხვევაში ისრაელს სჭირდება უსაფრთხოების კონტროლი იორდანიის დასავლეთით მდებარე მთელ ტერიტორიაზე. ეს ეწინააღმდეგება პალესტინის სუვერენიტეტის იდეას. ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მაც მოითხოვა პალესტინის სახელმწიფოს შექმნა. ეს კონფლიქტი ეხება არა პალესტინის სახელმწიფოს არარსებობას, არამედ ებრაული სახელმწიფოს არსებობას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელელი პოლიტიკოსები, რომლებიც მის გადადგომას ითხოვენ, პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ემხრობიან.

„ისინი, ვინც ნეთანიაჰუს მომდევნო დღეზე საუბრობენ, რეალურად საუბრობენ პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე. ისრაელის პრემიერ-მინისტრს უნდა შეეძლოს ჩვენი მეგობრებისთვის უარის თქმა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.