1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება რევოლუციის მცდელობა, მოგონილი გაყალბების საბაბით”-ბიძინა გიორგობიანი
“ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება რევოლუციის მცდელობა, მოგონილი გაყალბების საბაბით”-ბიძინა გიორგობიანი

“ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება რევოლუციის მცდელობა, მოგონილი გაყალბების საბაბით”-ბიძინა გიორგობიანი

331
0

“ოქტომბრის არჩევნებამდის ნაკლებ სავარაუდოა მასშტაბური დესტაბილიზაცია, მაგრამ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება რევოლუციის მცდელობა, მოგონილი გაყალბების საბაბით”-წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიტპატიმარი, ბიძინა გიორგობიანი.

“სამოქალაქო პუტჩის მორიგი ჩავარდნის შემდეგ ადგილობრივმა რევოლუციონერებმა და მათმა “პარტნიორებმა” ტაიმ-აუტი აიღეს, ქვეყანაშიც მოჩვენებითმა სიმშვიდემ დაისადგურა.

ოქტომბრის არჩევნებამდის ნაკლებ სავარაუდოა მასშტაბური დესტაბილიზაცია, მაგრამ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება რევოლუციის მცდელობა, მოგონილი გაყალბების საბაბით.

ე.წ. “რუსული კანონი” არ შეიცავდა პოლიტიკურ შინაარსს და ვერ გახდებოდა რევოლუციის ტრიგერი. სხვა საქმეა მასმედიით კარგად აგიზგიზებული “მოპარული არჩევნების” საკითხი.

დღეიდან უკვე ძალაში შესული (უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან სუსტი, მაგრამ სულ არარაობას რომ სჯობს იმნაირი) კანონი, მხოლოდ ემოციის გამოწვევას და ამ ემოციის მასმედიით მანიპულაციას ეყო, მეტს ვერაფერს.

მართალია კოლექტიურმა ნაცებმა რევოლუციამდე საქმის მიყვანა ვერ შეძლეს და ეს ძალიან კარგია, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო გვარიანად დააზარალეს (სწორედ ამ ფუნქციისათვის არსებობენ), ამ მხრივ განსაკუთრებით ყურადსაღებია OSCE/ODIHR უარყოფითი შეფასება გამჭვირვალეობის კანონის შესახებ. სწორედ ეს ორგანიზაციაა არჩევნების შედეგების ბოლო ინსტანცია და მის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ. მათი განწყობა კი წინასწარ უკვე ცნობილია.

საქართველოში დესტაბილიზაციის მთავარი კერა დღეს ნაცმოძრაობის და სხვა პოლიტიკური განგსტერების მარიონეტი “პრეზიდენტი” ზურაბიშვილია.
მომავალი არჩევნების შედეგების და ლეგიტიმაციის საკითხი სწორედ ის მთავარი საკითხია, რისთვისაც სახელდახელოდ შეაკოწიწეს სალომე ზურაბიშვილის სარდლობით ახალი ოპოზიციური კონგლომერატი.

ერთის შეხედვით, ოდიოზური პერსონების ეს კომიკური სიმბიოზი რაიმე სერიოზულ საფრთხეს ქვეყნისათვის არ წარმოადგენს, მაგრამ მათ არჩევნების შემდგომ პერიოდში “პარტნიორების” დახმარებით, მათ შეუძლიათ სერიოზული პრობლემა შექმნან ლეგიტიმაციის თვალსაზრისით. თუ გავითვალისწინებთ, მაისის თვეში უპრეცედენტო საერთაშორისო თავდასხმებს, საქართველოს სუვერენიტეტზე, არ გამოვრიცხავ, რომ სამაგალითოდ ჩატარებული არჩევნების შედეგებიც კი არ ცნოს იგივე OSCE/ODIHR მისიამ და სხვა ორგანიზაციებმა. აღარაფერს ვამბობ საქართველოში განთავსებულ საელჩოებზე, რომლებიც ფორმალურადაც აღარ იცავენ დიპლომატიურ ეტიკეტს, ისე ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში.

ევროკავშირის მისიას ობიექტურობა შესაძლოა დაუბრუნოს ევროპარლამენტის არჩევნებმა(გააჩნია რა შედეგებით დასრულდება იგი), მაგრამ ევროპული პოლიტიკის ურთიერთობები ინერციით მაინც დიდხანს დარჩება ვაშინგტონის სრული გავლენის ქვეშ, ხოლო ეს უკანასკნელი პირდაპირაა დაკავშირებული საქართველოში ბოლო თვეებში განვითარებულ მოვლენებთან.

ვფიქრობ არდადეგების და მოკლე სამუშო პერიოდის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებამ შეუძლებელი უნდა შეძლოს და ინტენსიურად იმუშაოს ურთიერთობების გადატვირთვაზე , როგორც ბრიუსელში ასევე დასავლეთის სხვა პოლიტიკურ ცენტრებში. დაახლოებით ისეთი ძალისხმევით და წარმატებით, როგორც მოხდა EU კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში.”-წერს  ბიძინა გიორგობიანი