ომთან დაკავშირებით აშშ-ის გეგმები უკრაინის მიერ ტერიტორიების დაბრუნებას არ ითვალისწინებს -The Washington Post
„ომთან დაკავშირებით აშშ-ის გეგმები უკრაინის მიერ ტერიტორიების დაბრუნებას არ ითვალისწინებს“ – ამ სათაურით სტატიას The Washington Post-ი აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ უკრაინის წარუმატებელი კონტრიერიშის შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს ახალ სტრატეგიაზე, რომელიც ტერიტორიების დაბრუნებაზე არ იქნება კონცენტრირებული, ამის ნაცვლად კი ფოკუსირებული იქნება იმაზე, რომ დაეხმაროს უკრაინას რუსეთის ახალი შეტევების მოგერიებაში და სამომავლოდ გააძლიეროს უკრაინის ბრძოლისუნარიანობა და ეკონომიკა.
ეს გეგმა მკვეთრად განსხვავდება შარშანდელისგან, რომლის მიხედვითაც აშშ და მისი მოკავშირეები გამალებით წვრთნიდნენ უკრაინულ ჯარს და გადასცემდნენ თანამედროვე შეიარაღებას, რათა უკრაინელებს სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფრონტებზე ტერიტორიების დეოკუპაცია დაეწყოთ – ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
„სავსებით ნათელია, რომ [უკრაინელებისთვის] რთული იქნება, ისეთივე ძალისხმევის ჩადება ყველა ფრონტზე, როგორც ეს შარშან მოხდა. ახლა იდეა მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინას შეინარჩუნოს თავისი პოზიციები ბრძოლის ველზე და 2024 წლის ბოლოსთვის საგრძნობლად გაძლიერდეს“, – აცხადებს თეთრი სახლის მაღალჩინოსანი