ომის 533-ე დღე -რა ხდება უკრაინაში
ომის 533-ე დღეს, ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. სარაკეტო დარტყმა ამჯერად ზაპოროჟიეს დასახლებულ რაიონზე განხორციელდა, რის შედეგადაც ტაძარი, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სავაჭრო ობიექტები დაზიანდა.
ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 2 ადამიანი. არიან დაშავებულებიც.
რუსულმა ძალებმა რივნეს ოლქზე დრონების გამოყენებით მასიური იერიში განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია რივნის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კოვალიზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დუბნოს რაიონში, ნავთობბაზა განადგურდა.
„რივნეს ოლქში უპილოტო თვითმფრინავების მასიურ თავდასხმის სამიზნე გახდა. სამწუხაროდ, დუბნოში ნავთობბაზა განადგურდა. მსხვერპლი არ არის“, – წერს ვიტალი კოვალი „ტელეგრამზე“.
მისი ინფორმაციით, ადგილზე 45 მაშველი და 14 ერთეული ტექნიკა მუშაობს.
„ქიმიური და რადიაციული ფონი ნორმალურია. მოსახლეობის ევაკუაცია არ განხორციელდება“, – აცხადებს კოვალნი.