1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ომის 343-ე დღე -რა ხდება უკრაინაში
ომის 343-ე დღე -რა ხდება უკრაინაში

ომის 343-ე დღე -რა ხდება უკრაინაში

279
0

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილი, ისევ ფრონტის ხაზის ეპიცენტრია. საოკუპაციო ძალები ამტკიცებენ, რომ ბახმუტთან 5 კილომეტრში მდებარე დასახლებას, ბლაგადატნოეს აკონტროლებენ.

ბოლო რამდენიმე დღეა იქ აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს საპირისპიროს აცხადებს ოფიციალური კიევი და იუწყება, რომ რუსული ძლების იერიშებს, უკრაინის დამცველები წარმატებით იგერიებენ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკnის თქმით, უკრაინა ემზადება, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს ბრძოლის ველზე რევანში.

 

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, დაახლოებით, 128 420 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინა, მათ შორის 920 ჯარისკაცი მხოლოდ ბოლო დღეს.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია ნათქვამი.

გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მტრის 3209 ტანკი (+8), 6382 ჯავშანტექნიკა (+4), 2207 საარტილერიო სისტემა (+10), 458 MLRS, 221 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 293 თვითმფრინავი, 284 შვეულმფრენი, 1951 უპილოტო საფრენი აპარატი, 796 საკრუიზო რაკეტა, 18 გემი/ნავი, 5061 მანქანა და საწვავის სატვირთო მანქანა (+13) და 200 ცალი სპეცტექნიკა.

 

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 128 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920]
  • ტანკი – 3 209 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 6 382 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 2 207 ერთეული [+10]
  • MLRS – 458 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 221 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 293 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 284 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 951 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 796 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 061 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 200 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით კი, ომის დაწყებიდან 31 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 381 თვითმფრინავი
  • 206 ვერტმფრენი
  • 2 987 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 402 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 691 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 997 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 970 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 229 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ.