1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ადრეულ ასაკში უნდა გვესწავლა, რომ პირადი წერილების გამოქვეყნებას ერთი მხარე არ წყვეტს“ -ეკა ხერხეულიძე ლევან ხაბეიშვილს
“ადრეულ ასაკში უნდა გვესწავლა, რომ პირადი წერილების გამოქვეყნებას ერთი მხარე არ წყვეტს“ -ეკა ხერხეულიძე ლევან ხაბეიშვილს

“ადრეულ ასაკში უნდა გვესწავლა, რომ პირადი წერილების გამოქვეყნებას ერთი მხარე არ წყვეტს“ -ეკა ხერხეულიძე ლევან ხაბეიშვილს

250
0

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მიმართავს და მიუთითებს, რომ პირადი წერილების გამოქვეყნისთვის ორივე მხარის თანხმობაა საჭირო. ასე გამოეხმაურა ხერხეულიძე ხაბეიშვილის მიერ იმ წერილის გამოქვეყნებას, რომელიც მას „ვივამედის“ პალატიდან მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაუგზავნა.

„მეგობრებო, ადრეულ ასაკში უნდა გვესწავლა, რომ პირადი წერილების გამოქვეყნებას ერთი მხარე არ წყვეტს. ორივეს თანხმობაა საჭირო. თუ მართლა ვწუხვართ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გავუფრთხილდეთ, პატივი ვცეთ. თორემ, წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრია გამოქვეყნება, თან, დარწმუნებული ვარ, ძალიანაც არ მოგეწონებათ შინაარსი. აბა, თქვენ იცით“, – წერს ეკა ხერხეულიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი გაასაჯაროვა. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და მხარდაჭერას უცხადებს.