ოდესის პორტიდან დღეს 57 ტონა სიმინდის მარცვლით დატვირთული კიდევ სამი ხომალდი გავიდა
471
0
ოდესის პორტიდან დღეს 57 ტონა სიმინდის მარცვლით დატვირთული კიდევ სამი ხომალდი გავიდა.
გაერო-ს ინფორმაციით, გემები თურქეთისკენ, გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიისკენ მიემართებიან.
თურქეთის თავდაცვის უწყებაში კი აღნიშნავენ, რომ ვიდრე ხომალდები ბრიტანეთისკენ აიღებენ გეზს, ისინი ინსპექტირებას გაივლიან სტამბოლის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტის ზედამხედველობის ქვეშ.
უკრაინული პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმებას 22 ივლისს სტამბოლში მოეწერა ხელი, რის შემდეგაც პირველ აგვისტოს ოდესის პორტი, მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა ხომალდმა დატოვა. პირველი ტვირთი ტრიპოლის პორტისკენ გაემგზავრა.