თურქეთში აშშ-ის „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განლაგდა
0
0
თურქეთში აშშ-ის „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განლაგდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში ნატო-ს მიერ „გაძლიერებული საჰაერო და სარაკეტო“ თავდაცვის ზომების ფარგლებში განლაგდა. „ჩვენს რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენი საზღვრებისა და საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელ ზომებს ვიღებთ და კონსულტაციებს ვაწარმოებთ […]