რადიკალურმა ოპოზიციამ, მარტო დეკემბერში, მინიმუმ 7-ჯერ უსინდისოდ მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი-რატი იონათამიშვილი

Editor Dali
0
რადიკალურმა ოპოზიციამ, მარტო დეკემბრის თვეში, მინიმუმ 7-ჯერ უსინდისოდ და უტიფრად მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ოპოზიცია, სხვა დაპირებებთან ერთად, საკუთარ მხარდამჭერებს ჰპირდებოდა, რომ არ დაუშვებდნენ XI მოწვევის პარლამენტის შეკრებას, არ დაუშვებდნენ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას და მის ინაუგურაციას. იონათამიშვილის თქმით, […]

გერმანიის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ილონ მასკი ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს

Editor Dali
0
გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიანა ჰოფმანმა განაცხადა, რომ ილონ მასკი თავისი განცხადებებით ცდილობს გავლენა მოახდინოს ფედერალურ არჩევნებზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გერმანიის მთავრობის სპიკერმა ასევრ აღნიშნა, რომ ილონ მასკი თავისუფალია საკუთარი აზრის გამოხატვაში და დასძინა, რომ „ბოლოს და ბოლოს, აზრის თავისუფლება ასევე ვრცელდება ყველაზე დიდ სისულელეზე“. გერმანულმა გაზეთმა Welt am Sonntag-მა გამოაქვეყნა ილონ მასკის სტატია, რომელშიც კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა […]

 ჩვენ არ ვართ იმედგაცრუებული, პირიქით, ჩვენი ხალხის იმედი გვაქვს -პაატა მანჯგალაძე

Editor Dali
0
შენობასთან არანაირად არაა დაკავშირებული ლეგიტიმაცია, ყაველაშვილი თუ შევა იმ შენობაში, საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდება,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, არალეგიტიმური ხელისუფლება დიდხანს ვერ გაძლებს. „შენობასთან დაკავშირებით, ჩვენ არანაირი რევოლუციური გეგმა არ გვქონია, შესაბამისად, არავინ იმედგაცრუებული არ არის. ხალხი ქუჩაშია, ხვალაც, ახალ წელს ძალიან ბევრი ადამიანი იქნება საქართველოსთვის ქუჩაში. ეს იმედს გვაძლევს, […]

ილია მეორე მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

Editor Dali
0
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. ილია მეორე მიხეილ ყაველაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს. „გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს. გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 31 დეკემბერს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8068 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8068 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8021 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0125 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9306 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9142 კურსი ლარს შეადგენდა. […]

აფხაზეთი რუსეთთან ურთიერთობების გამყარებას შეეცდება – აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ პუტინს

Admin Tamuna
0
აფხაზეთი შეეცდება, გაამყაროს რუსეთთან ურთიერთობები და შეინარჩუნოს თანამშრომლობა ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი“ ბადრა გუნბა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნის საახალწლო მისალოც წერილში წერს. „მაღალ შეფასებას ვაძლევთ რუსეთის მიერ მუდმივად გაწეულ მხარდაჭერას იმ ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში, რომელსაც აფხაზეთი განიცდის და სხვა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხების გადაჭრაში. აფხაზეთის რესპუბლიკა […]

რის მიღწევა სურს დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილ მარკო რუბიოს? – Financial Times

Admin Tamuna
0
ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 30 დეკემბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „რის მიღწევა სურს დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილ მარკო რუბიოს?“ (ავტორი – ფელისია შვარცი), რომელშიც აშშ-ის მომავალი მთავარი დიპლომატის პოლიტიკური პორტრეტის შტრიხებია გადმოცემული. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი თავის ძირითად შიდაპარტიულ მეტოქეს რესპუბლიკელი მარკო რუბიოს „პატარა მარკოს“ […]

რუსული დეზინფორმაციული პოლიტიკის წარუმატებლობა: პუტინი იძულებული გახდა ალიევისათვის ბოდიში მოეხადა – The Daily Telegraph

Admin Tamuna
0
„რუსეთმა აზერბაიჯანის თვითმფრინავის ჩამოგდება სიცრუისა და დეზინფორმაციის ქსელით შეფუთა. თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარში ვლადიმერ პუტინმა თავი აარიდა დანაშაულის პირდაპირ აღიარებას და მიკიბ-მოკიბულად დაიწყო ლაპარაკი „ტრაგიკულ ინციდენტზე, რომელიც რუსეთის საჰარეო სივრცეში მოხდა“, მაგრამ, როგორც მისი ნათქვამიდან ჩანს, რუსული მხარე მკაფიო პასუხისმგებლობას არ იღებს“, – წერს ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) სტატიაში […]

პუტინმა ბოდიში მოუხადა აზერბაიჯანს და მომხდარ ავიაკატასტროფას „ტრაგიკული ინციდენტი“ უწოდა – Financial Times

Admin Tamuna
0
„ვლადიმერ პუტინმა ბოდიში მოუხადა აზერბაიჯანს და მომხდარ ავიაკატასტროფას „ტრაგიკული ინციდენტი“ უწოდა“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი – ანასტასია სტოგნეი), რომელშიც გადმოცემულია როგორც ავიაკატასტროფის გარემოებები, ასევე ექსპერტ-პოლიტოლოგთა შეფასებები. გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან: რიჩარდ კირაკოსიანი, რეგიონული კვლევების ერევნის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან […]

სალომე ზურაბიშვილის გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა – ბოლო სიტყვა ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას დარჩა – ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი

Admin Tamuna
0
დემოკრატიის გამარჯვება ბრიუსელისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიქტატის წინააღმდეგ საქართველოში, – ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტის წევრი, ტიერი მარიანი სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის სასახლის დატოვებას. „3/4-ით ცარიელი ევროპარლამენტის დარბაზის წინ მან [სალომე ზურაბიშვილმა] დაიფიცა, რომ არასდროს დატოვებდა თანამდებობას, რომლის ვადაც 29 დეკემბერს ამოიწურა. მისი გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ბოლო სიტყვა ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას დარჩა“, – აღნიშნა ტიერი მარიანიმ.

ვითარება რთულია, მაგრამ ის პოლიტიკური კრიზისის არსებობას არ გამოხატავს – გია ვოლსკი

Admin Tamuna
0
ვითარება რთულია, მაგრამ ის პოლიტიკური კრიზისის არსებობას არ გამოხატავს – პოლიტიკური კრიზისი ის მდგომარეობაა, როცა მთავრობა ვერ მტკიცდება, ბიუჯეტს ვერ იღებენ ან მთავრობას უნდობლობას უცხადებენ! ფაქტია, რომ ჩვენს მიმართ არაორაზროვნად ორმაგი სტანდარტი გამოიყენება! – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა. ვოლსკიმ აქვე დასძინა, რომ „არჩევნები სულ მალე […]

2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად-პრემიერი

Editor Dali
0
ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენცია 2024-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ეს თემა ხშირად გამოიყენება სპეკულაციებისთვის კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტების მხრიდან, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით. „ამის […]