ილონ მასკს სუსტი ევროპა სურს – გერმანიის ვიცე-კანცლერი

Editor Dali
0
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელს და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალ თანახელმძღვანელს, ილონ მასკს ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერით სუსტი ევროპის ხილვა სურს, – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა. ჰაბეკის თქმით, რომელიც „მწვანეთა“ პარტიიდან გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ერთ-ერთი პრეტენდენტია, მასკი ასეთ განცხადებებს უგუნურობის გამო არ აკეთებს. „ეს ლოგიკური და სისტემატურია. მასკი აძლიერებს მათ, ვინც […]

სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს – თბილისის მერია

Admin Tamuna
0
სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს, – იტყობინება თბილისის მერია. “გაცნობებთ, რომ არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო განრიგი არ გახანგრძლივდება. როგორც ყოველთვის, ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს. გახანგრძლივებული რეჟიმი შეეხება, როგორც მეტროპოლიტენს, ისე ავტობუსებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 […]

მთავრობის განკარგულებით, კოკა კაციტაძეს და გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნებათ

Admin Tamuna
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნებათ. აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებები 26 დეკემბრით თარიღდება. ცესკო-ს თავმჯდომარისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა „გაუგრძელდეს-დაენიშნოს შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2025 წლის პირველი იანვრიდან, პირველ ივლისამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის […]

არავის აქვს რაიმე საბუთი, რომლის მიხედვითაც შსს-ს წარმომადგენლები აქციების დროს რაიმე არასტანდარტულ საშუალებებს იყენებდნენ – მიხეილ სარჯველაძე

Admin Tamuna
0
პოლიცია მოქმედებდა ჩვენი ქვეყნის კანონის, კანონმდებლობის, საერთაშორისო საერთაშორისო სტანდარტებითა და კონვენციებით, მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის ზედმიწევნით დაცვით – ინტოქსიკაცია, ცრემლდენა და ა.შ სიმპტომები, ეს ბუნებრივი თანმხლები პროცესია , – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც შსს-ს მიერ მიმდინარე აქციების დროს მომიტინგეების დასაშლელად […]

რას გვპირდება გველის წელიწადი

Admin Tamuna
0
ჩინური კალენდრით მომავალი წელი ხის მწვანე გველის წელია, რომელიც 2025 წლის 25 იანვარს შევა ძალაში და 2026 წლის 16 თებერვლამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ დასავლურისგან განსხვავებით, აღმოსავლური ჰოროსკოპი 12 ცხოველურ ნიშანს აერთიანებს, რომლებიც თვეების ნაცვლად წლებს განასახიერებენ და ხუთიდან (ცეცხლი, მიწა, მეტალი, წყალი და ხე) ერთ-ერთ სტიქიასთან, გარკვეულ ფერთან ასოცირდებიან, საერთო ჯამში 60 კომბინაციას ქმნიან და […]

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების გასაშიფრად ბრაზილიაში რუსი, ყაზახი და აზერბაიჯანელი სპეციალისტები ჩადიან

Admin Tamuna
0
სპეციალისტები რუსეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან ბრაზილიაში ჩავლენ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) ყაზახეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების გაშიფვრაში, – ინფორმაციას რუსული მედია ბრაზილიის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის მე-13 დანართის შესაბამისად და ყაზახეთის საავიაციო შემთხვევების გამოძიების დეპარტამენტის მოთხოვნის საპასუხოდ, საავიაციო შემთხვევების გამოძიებისა და მოხსენების ცენტრი მიიღებს მათ სამ წარმომადგენელს და ამ […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი ახალი წლის დღეებში

Admin Tamuna
0
31 დეკემბერს და პირველ იანვარს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 31 დეკემბერს და 1 იანვარს იწვიმებს, 2 იანვრიდან კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. […]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირებისას დაზიანება მიიღო შსს-ს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა რვა მოქალაქე -შსს

Editor Dali
0
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შსს-ში აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა. „დაპირისპირება მოხდა როგორც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეებსა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის. შეკრებილებმა […]

მარნეული-ბოლნისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 პირი ემსხვერპლა – შსს განცხადებას ავრცელებს

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ […]

31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია საოჯახო ვალდებულებების შესასრულებლად. გირჩევთ, ეს დღე წინასწარ დაგეგმოთ, რათა არაფერი დაგავიწყდეთ და მოგვიანებით არ ინერვიულოთ. დღის მეორე ნახევარში ემოციური იქნება, ამიტომ მოსალოდნელია ხმამაღალი საუბარი და ურთიერთობების გარკვევა. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, მოულოდნელი ცვლილებისთვისაც უნდა მოემზადოთ. კურო მოზღვავებული ენერგიის წყალობით, ამ დღეს უამრავ საქმეს სრულიად მარტო გაუმკლავდებით. მომავალს ოპტიმიზმით უყურებთ და ოპტიმისტურ […]

მიზანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ -სალომე ზურაბიშვილი

Editor Dali
0
მიზანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ, – ასე ეხმაურება საქართველოს  ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას, რომლის თანახმადაც, იგი ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს. „სენატორო, მადლობა მუდმივი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და მას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.  ამერიკელმა სენატორმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ გააგრძელებს […]

დონალდ ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე მაიკ ჯონსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

Editor Dali
0
დონალდ ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე მაიკ ჯონსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე დაყრდნობით ავრცელებს. „სპიკერი მაიკ ჯონსონი კარგი, შრომისმოყვარე, რელიგიური ადამიანია. ის სწორად იმოქმედებს და ჩვენ გამარჯვებას გავაგრძელებთ. მაიკს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს! MAGA!“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე. მაიკ ჯონსონმა დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის მადლობა […]