მივესალმებით იმ მესიჯებს, რომლებსაც ტრამპის გუნდისგან ვისმენთ – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
პირველ რიგში, ტრამპის გუნდს სურს „დიფ სთეითის“ დამარცხება, რაც არა მხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ მსოფლიოსთვის ბევრ რამეს შეცვლის, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ არის მოლოდინი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთება. „ძალიან მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება. იცით, რომ დღეს გაიმართება ინაუგურაცია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ […]

გარე მრჩევლებისთვის რომ დაგვეჯერებინა, არანაირი ეკონომიკური ზრდა და ლიდერობა არ იქნებოდა – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
მანამ სანამ ვიმოქმედებთ ეროვნული და არა უცხოური ინტერესებით, საკუთარი ხალხის და არა სხვათა დაკვეთით, საქართველო ივლის წინ; ხოლო თუ სხვების დროშებს ვაფრიალებთ, რომელ კავშირშიც არ უნდა შევიდეთ, ვიქნებით საბჭოთა კავშირში, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მათ რომ დაეჯერებინათ გარე მრჩევლებისთვის და ციხის შიგნიდან გამტეხავებისთვის, არანაირი ეკონომიკური ზრდა და ლიდერობა […]

“სახელმწიფოს კრიზისი საქართველოში: 50-დღიანი მასობრივი დემონსტრაციები, გაფიცვები და პიროვნული დაპირისპირებები” -გერმანული პრესა

Editor Dali
0
  გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ რუნდშაუ“-ში (Frankfurter Rundschau) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სახელმწიფოს კრიზისი საქართველოში: 50-დღიანი მასობრივი დემონსტრაციები, გაფიცვები და პიროვნული დაპირისპირებები“ (ავტორი – შტეფან შოლი). „სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლას და დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს, თუმცა საპროტესტო აქციებს სიმბოლური პოლიტიკური წარმმართველი ცენტრი არ ჰყავს“, – ასეთია სტატიის დედააზრი. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: ქართული ტელეარხები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შორის ბათუმში მომხდარი ჩხუბისა და ცემა-ტყეპის კადრებს […]

“დონალდ ტრამპი მასშტაბურ დეპორტაციას სამშაბათს, ინაუგურაციის შემდეგ დაიწყებს”-The Wall Street Journel

Editor Dali
0
აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია  გეგმავს  მასშტაბური ანტიმიგრაციული რეიდის დაწყებას ქალაქ ჩიკაგოში 21 იანვარს – ინაუგურაციიდან მეორე დღეს“, – ნათქვამია ამერიკულ გაზეთ The Wall Street Journel-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „დონალდ ტრამპი მასშტაბურ დეპორტაციას სამშაბათს, ინაუგურაციის შემდეგ დაიწყებს“ (ავტორები – მიშელ ჰეკმანი, ჯო ბარეთი და პოლ კირმანი). პუბლიკაცია ემყარება იმ ოთხი წყაროს მიერ გამჟღავნებულ ინფორმაციას, რომლებიც გეგმას იცნობენ. მათი თქმით, ოპერაცია გაგრძელდება ერთი კვირა […]

ვაპირებთ, გავასაჯაროოთ ჩანაწერები, რომლებიც ეხება ჯონ კენედის, რობერტ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებს -დონალდ ტრამპი

Editor Dali
0
დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ ჯონ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ვაშინგტონში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა. „ჩვენ ვაპირებთ, გავასაჯაროოთ დარჩენილი ჩანაწერები, რომლებიც ეხება პრეზიდენტ ჯონ კენედის, მისი ძმის, რობერტ კენედის, ასევე დოქტორ მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებს და ჩვენთვის დიდი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სხვა თემებს. ეს ყველაფერი გასაჯაროვდება“, […]

შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული მიდგომები, მაგრამ ქმედებები, რომლებიც ცალსახად აზიანებს ეკონომიკურ პროცესს, გაუმართლებელია -ლევან დავითაშვილი

Editor Dali
0
ჩვენ შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული იდეები, ოპონირებას ვახდენდეთ სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, შეიძლება, იყოს განსხვავებული მიდგომები, გეგმები, ასევე გემოვნება, მაგრამ ქმედებები, რომლებიც ცალსახად აზიანებს ეკონომიკურ პროცესებს, რა თქმა უნდა, არანაირად არ არის გამართლებული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ოპონირება […]

დიდი იმედი გვაქვს, რომ „დიფ სთეითთან“ ბრძოლა ტრამპის გამარჯვებით დასრულდება, ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას, სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
პრეზიდენტ ტრამპს ძალიან ამბიციური გეგმა აქვს გაცხადებული. ეს არის „დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა. გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ ბრძოლა პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება, ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას, სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების […]

დარწმუნებული ვარ, ეს წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, გვაქვს 4-წლიანი პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება-პრემიერი

Editor Dali
0
გვაქვს 4-წლიანი გეგმა, პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება წლევანდელ წელს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი პირნათლად შესრულდეს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე. პრემიერის თქმით, მიმდინარე წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის. „წელს იმართება საქართველოს მთავრობის პირველი სხდომა, მინდა ყველას გისურვოთ წარმატებები 2025 წელს. დარწმუნებული ვარ, […]

 დავასრულებ ომს უკრაინაში, შევაჩერებ ქაოსს ახლო აღმოსავლეთში, თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს, წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენად ახლოს ვართ ამასთან -დონალდ ტრამპი 

Editor Dali
0
დავასრულებ ომს უკრაინაში, შევაჩერებ ქაოსს ახლო აღმოსავლეთში, თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს, წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენად ახლოს ვართ ამასთან, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკის უკუსვლა შეჩერდება და ამერიკული ძლიერების და კეთილდღეობის დრო დაიწყება. „ჩვენ ვაპირებთ დავასრულოთ წარუმატებელი და კორუმპირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მეფობა ვაშინგტონში, წარუმატებელი […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Editor Dali
0
20 იანვარს ქუთაისში +7 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2. ბათუმში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით […]

ხვალ, მზის ჩასვლისთვის, ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა შეჩერდება- დონალდ ტრამპი

Editor Dali
0
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ დაპირებას შეასრულებს და იმიგრაციაზე შეზღუდვებს დააწესებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ხვალ მზის ჩასვლისთვის, ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა შეჩერდება. ეს არის უდიდესი პოლიტიკური სვლა ამერიკის ისტორიაში და 75 დღის წინ ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე ეპიკურ პოლიტიკურ გამარჯვებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას […]

ტრამპმა მრჩევლებს პუტინთან ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში სატელეფონო საუბრის ორგანიზება დაავალა-CNN

Editor Dali
0
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ მრჩევლებს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის ორგანიზება დაავალა ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი თემა უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მისი და პუტინის პირისპირ შეხვედრა იქნება, რომელიც აგრეთვე ცოტა ხანში უნდა გაიმართოს. ტრამპი, როცა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ამბობდა, რომ ფიცის დადების შემდეგ […]