21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე, შეასრულეთ დაპირებები და გადაიხადეთ გადასახადები, რათა შინაგანად გათავისუფლდეთ და თავი უკეთ იგრძნოთ. ახლობელმა შესაძლოა საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ახალი ნაცნობობა მომავალში ძალიან გამოგადგებათ, ამიტომ შეხვედრებსა და პაემნებზე უარს ნუ იტყვით. კოლეგების რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში და დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ. კურო ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო ურთიერთობების დასალაგებლად, პარტნიორთან ურთიერთობების […]

,,დავასრულებთ ქრონიკულ დაავადებათა ეპიდემიას, დავიცავთ ჩვენს შვილებს უსაფრთხოდ, ჯანმრთელად და დაავადებების გარეშე” – დონალდ ტრამპი

დავასრულებთ ქრონიკულ დაავადებათა ეპიდემიას, დავიცავთ ჩვენს შვილებს უსაფრთხოდ, ჯანმრთელად და დაავადებების გარეშე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „უპირველეს ყოვლისა, ჩემი გზავნილი ამერიკელებისადმი დღეს არის ის, რომ დროა, კვლავ ვიმოქმედოთ სიმამაცით, ენერგიითა და ისტორიის უდიდესი ცივილიზაციის სიცოცხლისუნარიანობით. როდესაც ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ერს, ჩვენ მივიყვანთ მას ახალ სიმაღლეებამდე, გამარჯვებასა და წარმატებამდე. […]

ირაკლი კობახიძე – დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში წერს, დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები. “გულწრფელად ვულოცავ დონალდ  ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას. მისმა ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები. პრეზიდენტო ტრამპ,  […]

ტრამპი: ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ

თეა მოსაშვილი
-1
ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „ჩვენ ძალიან ცუდად მოგვექცნენ ამ სულელური საჩუქრის გამო [პანამის არხის გადაცემა], რომელიც არასდროს უნდა გაგვეკეთებინა და პანამის მიერ ჩვენთვის მიცემული პირობა დარღვეულია. ჩვენი გარიგების მიზანი და ჩვენი ხელშეკრულების სულისკვეთება მთლიანად დაირღვა. ამერიკულ გემებს სასტიკ […]

მამუკა მდინარაძე: რაზედაც ბოლო სამი წელი გვეუბნებოდნენ, ეგ თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა

ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:  „რაზედაც ბოლო სამი წელი გვეუბნებოდნენ, ეგ თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა. მათ შორის, მშვიდობაზე, სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, მხოლოდ ორი სქესი რომ არსებობს, ჩვენს მიერ “მოგონილ” ამ თემებზეც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა“ – წერს მამუკა მდინარაძე.   

დონალდ ტრამპი – ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ იმ ბრძოლებით შევაფასებთ, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ ომებით, რომლებშიც არასდროს ჩავერთვებით

ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ იმ ბრძოლებით შევაფასებთ, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და იმ ომებით, რომლებშიც არასდროს ჩავერთვებით , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „როგორც 2017 წელს, ჩვენ კვლავ ავაშენებთ უძლიერეს არმიას, რომელიც ოდესმე მსოფლიოს უნახავს. ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ იმ ბრძოლებით შევაფასებთ, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ […]

სალომე ზურაბიშვილმა ფონდი გააუქმა

სალომე ზურაბიშვილმა ფონდი გააუქმა. მან შესაბამისი მოთხოვნით საჯარო რეესტრს მიმართა. რეესტრმა ზურაბიშვილის განცხადება დააკმაყოფილა. შეგახსენებთ:    სალომე ზურაბიშვილმა ,ფონდი 2019 წელს დაფუძნდა და   სამი ძირითადი პრიორიტეტის გარშემო მუშაობდა –  ბავშვთა ონკოლოგია, ჯანდაცვა, ქალთა და ბავშვთა ჯანდაცვა, კულტურა და რეგიონული განვითარება.

სასამართლო დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს – დავით მათიკაშვილი

Admin Tamuna
0
სასამართლო დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს – ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილებების განმარტებაში შესვლის არანაირი უფლება არ გაგვაჩნია, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს, პარლამენტის დამცავი ჯებირის დაზიანების გამო დაპატიმრებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის თაობაზე დასმულ კითხვას. “იმ ძალებისგან განსხვავებით, რომლებიც ამ დემონსტრანტების გვერდით ან მათ უკან დგანან, რომელსაც “ნაციონალური […]

უცხოური ვალუტის კურსი 21 იანვრისთვის

Admin Tamuna
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8452 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8452 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8412 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9360 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9276 კურსი ლარს შეადგენდა. […]

არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი – ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა – მზია ამაღლობელი

Admin Tamuna
-1
ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა – იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის, იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ – არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან, – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს. როგორც ამაღლობელი აცხადებს, მისი დაპატიმრება „რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი და ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული“ პროცესების შედეგია. „ფაქტი, […]

ერთი ახალგაზრდა ამბობდა, ნაცებს ვერ ვიტანთ და ახალი არჩევნები გვინდაო. ვინ მოგყავს? გახარია, მელია, რუსეთიდან დაფინანსებული ხოშტარია, ხაზარაძე, გირჩი ჯაფარიძე – ნაცები არ არიან? – მდინარაძე

Admin Tamuna
0
ნაცების დაბრუნებას კი არ ითხოვს ხალხი, არამედ ამ ოთხი „ახალი“ პარტიას, რომლებიც ნაცები არ არიანო და თქვენ მეუბნებით, რომ ეს ადამიანები ნაცები არ არიან? ამ პარადოქსული არგუმენტით ცდილობენ ნაცების მობრუნებას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ყველა ვინც აქციაზე დგას და ახალ არჩევნებს ითხოვს, არის ნაცი, ან […]

“ვინ არის საქართველოში დაკავებული და საფრანგეთის მართლმსაჯულების მიერ ძებნილი იოგას მასწავლებელი ქალი ადინა სტოიანი?”-The European Times

Editor Dali
0
  ევროპული გამოცემა „იეროფიენ თაიმსი“ (The European Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვინ არის საქართველოში დაკავებული და საფრანგეთის მართლმსაჯულების მიერ ძებნილი იოგას მასწავლებელი ქალი ადინა სტოიანი?“ (ავტორი – ვილი ფოტრე, ბრიუსელში არსებული ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია  Human Rights Without Frontiers-ის (HRWF) დირექტორი, განსაკუთრებით იცავს ქალების, ეთნიკური და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლების, აგრეთვე ლგბტ ადამიანების უფლებებს). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: 2024  წლის 20 და 26 დეკემბერს […]