“გამჭვირვალობის კანონი” არათუ უბრალოდ კარგი, არამედ აუცილებელი იყო, ტრამპის გადაწყვეტილებასაც ეძახონ ახლა რუსული -მამუკა მდინარაძე

Editor Dali
0
„გამჭვირვალობის კანონი“ არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ  – აუცილებელი, ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, 90 დღით შეაჩეროს საგარეო დახმარების ყველა პროგრამა. მდინარაძემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების გავლენით, შესაძლოა, „გამჭვირვალობის კანონი“ საერთოდ აღარ იყოს საჭირო. „ეს გადაწყვეტილება იქონიებს შემდეგ გავლენას, […]

როგორც ჩანს, ყინულმჭრელის როლი ლორა თორნტონს შეასრულებინეს და დაავალეს, იქნებ შენ იყო პიონერი ამ საკითხში, რომ დარტყმა მიაყენო ტრამპსო -მამუკა მდინარაძე

Editor Dali
0
მარკო რუბიო როცა ლაპარაკობს, რომ ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი და ასეთი საკითხები წინ უნდა წამოწიონ ერებმა, ამას კრიტიკის გარეშე ვერ ჩაუვლიან და, როგორც ჩანს, ყინულმჭრელის როლი ლორა თორნტონს შეასრულებინეს, დაავალეს, იქნებ შენ იყო პიონერი ამ საკითხში, რომ დარტყმა მიაყენო ტრამპსო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, […]

 ჩვენ ვართ საღი აზრის პარტია, არ გვინდა, რომ კაცებმა მონაწილეობა მიიღონ ქალთა სპორტში, არ გვინდა სქესის შეცვლის ოპერაციები ყველასთვის, გვინდა, გვქონდეს დიდებული ქვეყანა -დონალდ ტრამპი

Editor Dali
0
ჩვენ ვართ საღი აზრის პარტია. ჩვენ არ გვინდა, კაცებმა მონაწილეობა მიიღონ ქალთა სპორტში. ჩვენ არ გვინდა სქესის შეცვლის ოპერაციები ყველასთვის. ჩვენ უბრალოდ გვინდა, გვქონდეს დიდებული ქვეყანა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო წვეულებაზე განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში არის სწრაფვა საღი აზრისკენ. „ამ ქვეყანაში არის სწრაფვა კომპეტენციისკენ. ამ ქვეყანაში არის სწრაფვა საღი აზრისკენ. […]

როგორც ჩანს, უკვე მიხვდნენ, რომ ამერიკიდან თანხები აღარ წამოვა რადიკალური პროცესებისთვის და დაესხნენ თავს იმ პრეზიდენტს, რომელიც ამერიკის საზოგადოების უმრავლესობამ აირჩია -გურამ მაჭარაშვილი

Editor Dali
-1
როგორც ჩანს, უკვე მიხვდნენ, რომ ამერიკიდან თანხები აღარ წამოვა რადიკალური პროცესებისთვის, რაშიც აქაური აგენტურა იყენებდა. ახლა ვეღარ ითმენს ბევრი და ცოტა ხანში ბევრიც ვეღარ მოითმენს. დაესხნენ თავს იმ პრეზიდენტს, რომელიც ამერიკის საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ აირჩია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა […]

ლორა თორნტონის განცხადება ცხადყოფს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის საკითხი, არამედ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარება -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
სალომე ზურაბიშვილის დამქირავებლის ეს განცხადება ცხადყოფს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის საკითხი, არამედ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარება აშშ-შიც და საქართველოშიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს და ეხმაურება „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარს. როგორც პაპუაშვილი წერს, ეს არის „დიფ […]

პრეზიდენტი ტრამპი მართალია, ჩვენ თავდაცვაზე საკმარისს არ ვხარჯავთ – კაია კალასი 

Admin Tamuna
0
პრეზიდენტი ტრამპი მართალია, ჩვენ თავდაცვაზე საკმარისს არ ვხარჯავთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროპის თავდაცვის სააგენტოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როცა ამბობს, რომ ჩვენ თავდაცვაზე საკმარისს არ ვხარჯავთ. ინვესტირების დროა. ჩვენი გზავნილი უნდა იყოს ის, რომ საერთო ევროპული თავდაცვის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება სერიოზულია“, – განაცხადა კაია კალასმა. […]

საქართველოს საბანკო სექტორი კვლავ მდგრადია, აქვს ადეკვატური ლიკვიდურობა და კარგად კაპიტალიზებული ინსტიტუტები – CFI.co

Admin Tamuna
0
საერთაშორისო გამოცემა CFI.co სტატიაში „საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი: ძლიერი მხარეები, გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომელიც საქართველოს ეკონომიკას და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს ეხება ეროვნული ბანკის საქმიანობას აფასებს. როგორც ეროვნული ბანკი აღნიშნავს, გავლენიანი ბრიტანული გამოცემა წერს, რომ სებ-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ფინანსური სტაბილურობის განსამტკიცებლად, შედეგად საქართველოს აქვს კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდური და მდგრადი საბანკო სექტორი. ჟურნალისტი სებ-ის მწვანე ობლიგაციების ბაზრის განვითარების ინიციატივებზე […]

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას აიძულებს – Daily Star

Admin Tamuna
0
ბრიტანული გაზეთ „დეილი სთარი“ (Daily Star) აქვეყნებს სტატიას სათაურით „დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას აიძულებს“ (ავტორი – დენ გრენანი), რომელშიც ბუკინგემის უნივერსიტეტის პროფესორთან საუბარია გადმოცემული. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: დონალდ ტრამპის ერთ-ერთი საკვანძო დაპირება იყო რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება და მეომარ მხარეებს შორის მოლაპარაკების დაწყება – სამშვიდობო ხელშეკრულების დადების მიზნით. ასეთმა დაპირებამ დიდი როლი შეასრულა […]

თბილისის მერია 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 10-ჯერ ზრდის – ბენეფიტი 10 000 ლარი იქნება

Admin Tamuna
0
„100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული ხანდაზმულები 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარს მიიღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციალური პროგრამების განხორციელებას მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც ძირითადი ადგილი დაეთმობა. „მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში ძირითადი მიმართულება ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, არის სოციალური პროგრამები. […]

შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონებს ახალი კრიზისები ემუქრებათ? – Cumhuriyet

Admin Tamuna
0
თურქულ გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Cumhuriyet) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონებს ახალი კრიზისები ემუქრებათ?“, რომლის ავტორია დენიზ ბერქთაი, პოპულარული კოლუმნისტი. იგი კომენტარს უკეთებს 16 იანვარს კიევში უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას „ასწლიანი თანამშრომლობის შესახებ“. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: წიგნების კითხვა და კვლევა მამაჩემმა არფარსლან ბერქთაიმ შემაყვარა, ხოლო ისტორიისადმი ინტერესი ჩემში აწ განსვენებულმა პაპაჩემმა, […]

იკვეთება პოლიტიკური შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – ზაზა შათირიშვილი

Admin Tamuna
0
კარგად ვხედავთ, რომ მარტივად იკვეთება პოლიტიკური შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. როდესაც შვეიცარიის ბანკი ერთი მხრივ, ხელოვნურ ბარიერებს უქმნის კეთილსინდისიერ კლიენტს, ხოლო მეორე მხრივ ხელს აფარებს გამოძიების ქვეშ მყოფ პირს, – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი. „2 დღის წინ, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ადვოკატმა გაავრცელა განცხადება, რითაც კიდევ ერთხელ დარწმუნდა ქართული საზოგადოება, რომ ბიძინა ივანიშვილის […]

ტრამპი პუტინს სანქციებით ემუქრება, თუ ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს

Admin Tamuna
0
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სანქციებს დაუწესებს, თუ ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ამასთან ერთად, ტრამპს არ უსაუბრია იმაზე, თუ კონკრეტულად რა სანქციებს გამოიყენებს რუსეთის წინააღმდეგ. როგორც სააგენტო აღნიშნავს, შეერთებულმა შტატებმა უკვე შემოიღეს რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციები 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში შეჭრის გამო. ტრამპის […]